თუ შენი დილა ყავით იწყება და თან მუსიკაც გიყვარს, ეს ვიდეორგოლი ზუსტად შენთვის არის – მხიარული, ენერგიული და ძალიან „ჩვენეული”. ამ კლიპში ნაცნობ სახეებსაც შეხვდები და სიმღერასაც მოისმენ, რომელიც მარტივად დაგამახსოვრდება. ვიდეოში მონაწილეობენ ქართველი მსახიობები და სტეფანე მღებრიშვილი, რომლებიც ერთობლივად ქმნიან მსუბუქ, თბილ და ხალისიან განწყობას.
„ჩერის უბნის მელოდიები“ ყავა Cherie-ს ახალი კამპანიაა გზავნილით: „ჩვენს გემოზე – ყავის ქართული გემო ჩერი”. ის ხაზს უსვამს, რომ ეს არის ყავა, რომელიც ნამდვილად ქართულ გემოზეა შექმნილი, ადგილობრივი გემოვნების გათვალისწინებით და იმ გამოცდილებით, რაც ქართულ ყოველდღიურობას ასე კარგად ასახავს. ამასთან, ეს არის ბრენდი, რომელიც საქართველოში იწარმოება, რაც მის ავთენტურობას და „ჩვენ”-ობას კიდევ უფრო ამყარებს. პროექტზე კრეატიული მიმართულებით იმუშავა სააგენტო Holy Motors-მა, რომელმაც კამპანიას სწორედ ეს მუსიკალური და უშუალო ხასიათი მისცა.
[R]













