25
Sep
2018

ქალაქში ახალი ქართველი სუპერგმირები გამოჩნდნენ! – “ჩერო”

25 Sep 2018

ყველა მშობელი ღელავს შვილის ჯანსაღ კვებაზე. თავის მხრივ, ბავშვები ე.წ. Junk Food-ს ანიჭებენ უპირატესობას. ამ პრობლემასთან დაკავშირებით, “ჩეროს” სიახლე აქვს. 24 სექტემბრიდან, “ჩეროს” ახალი მიმართულება იქმნება – სპეციალური საბავშვო სერია – ქართველი სუპერგმირები, რომლებიც სასარგებლო ხილსა და ვიტამინებს განასახიერებენ. ამ მხიარული გმირების ამბებზე კი სპეციალური კომიქსი შეიქმნება. შეფუთვები, სამიზნე აუდიტორიიდან გამომდინარე, მხიარული და პატარებისთვის მიმზიდველი. შეფუთვაზე დატანილი გმირი ასახავს სამყაროს, ძლიერ მხარეებს, ვიტამინებს, რომლებსაც წვენი შეიცავს:

 

ალუბალიალუ და ბალი (ტყუპები, ქარივით სწრაფები)

ვაშლიკაპიტანი ვაშლი (რკინასავით ძლიერი)

ფორთოხალიდოქტორი ცევი (მკურნალი, ცნობისმოყვარე)

ბროწეულიბროწო მაგი (ინტელექტუალი)

მულტიხილიმულტი გოგო (ჭკვიანი, გაჯეტების მოყვარული, თანამედროვე)

ხარისხიანი, ქართული, ჯანსაღი და… საბავშვო

ბრენდმენეჯერი ირაკლი გელაძე: ჩეროსძირითად მიმართულებად კვლავ რჩება ხარისხი! ეს ხაზი, “ჩეროსტრადიციული ნატურალური წვენების მსგავსად, ჩამოსხმულია ასპეტიკური ტექნოლოგიით. ასეპტიკური ჩამოსხმა საშუალებას იძლევა მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნას ხილში არსებული ვიტამინები და სასარგებლო თვისებები, შედეგად ვიღებთ ვიტამინებით სავსე ნამდვილ წვენს. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომჩეროშეიცავს იმ საჭირო ვიტამინების დღიურ ნორმას, რომელიც ასეთი აუცილებელია ჩვენი პატარებისთვის. 2017 წლიდან მოყოლებული, როდესაცჩეროგამოჩნდა ბაზარზე, მაქსიმალურად ვცდილობთ მომხმარებლის თვალში ვიყოთ სანდო, ხარსხიანი და ტრადიციული ქართული ბრენდი. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ქართულ, ასევე უცხოელ ხილის ნედლეულის მომწოდებელ კომპანიებთან.”

ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება მშობლებისთვის, რადგან ბავშვებში ჯანსაღი კვების პროპაგანდას შეუწყობს ხელს…

ნამდვილად ასეა. ახალი პროდუქტი (ჩეროგმირები“) სწორედ ამას ემსახურება. ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობთ ავითვისოთ არა მხოლოდ ტრადიციული გაყიდვის ობიექტები, არამედ საბავშვო ბაღები, სკოლები, საბავშვო ცენტრები და .. ვინაიდან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს პატარებს მივაწოდოთ გემრიელთან ერთად, სრულად დაცული და ჯანსაღი პროდუქტიროგორც მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ ნატურალური წვენი შეიცავს ვიტამინებს და სასარგებლო თვისებებს, ის ასევე ბევრად მატონიზირებელია და არ უჩენს ადამიანს სიმძიმის გრძნობას საკვების მიღების შემდეგ, რაც დამეთანხმებით, დამახასიათებელია გაზიანი სასმელისთვის. ამასთან ერთად, “ჩეროარ შეიცავს კონსერვანტებს და ხელოვნურ საღებავებს და არომატიზატორებს, რაც საკმაოდ საზიანოა განსაკუთრებით ბავშვთა ორგანიზმისთვის.

როგორ შეიქმნა კომიქსი, მხიარული გმირები…

პროექტის იდეა გაგვიჩნდა საკამოდ დიდი ხნის წინ, გვსურდა შეგვექმნა პირველი ქართველი სუპერ გმირები, რომლებიც ერთდროულად განასახიერებდნენ როგორც ხილებს, ასევე ვიტამინებს და მათ დადებით თვისებებს. უშუალოდ პროექტის განვითარებაზე ვიმუშავეთ სარეკლამო კომპანიამარშალთან“, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა ეს კონცეფცია ამ დონემდე. ყველა უცხოური სუპერგმირის საწყისი სწორედ კომიქსებია, ჩვენც არ ავუარეთ გვერდი ამ მიმართულებას და შევეცადეთ ჩვენი სუპერგმირების სამყარო, მათი თვისებები, ისტორია გადმოგვეცა სწორედ ამ ფორმით. კომიქსები ეტაპობრივად დაიდება სოციალურ ქსელში და ასევე შეზღუდული ტირაჟით, ბეჭდური სახით გადაეცემათ ბავშვებს. კონკრეტულად მიწოდების ფორმებზე აქტიურად ვმუშაობთ.

როდის გამოჩნდება ჩერო “გმირები” და რა ეღირება?

ჩეროგმირებიბაზარზე აქტიურად გამოჩნდა 24 სექტემბერდან. ტრადიციულ სავაჭრო ობიექტებში მისი ფასი იქნება 1.5 ლარი.

[R]

განხილვა