in

„არ შეაჩერო სახლობანა“, როგორც მსუბუქი ფორმით ნათქვამი „დარჩი სახლში!“ – „ჩეროს“ კამპანია

„ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდი „ჩერო“ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და სააგენტო 4Media-ს დახმარებით, სოციალური მედიაკამპანია „არ შეაჩერო სახლობანა“ შემოგვთავაზა.

ცოტნე ბჟალავა, 4Media-ს პროექტებისა და ექაუნთ მენეჯერი გვიყვება: „სიტუაცია შეიძლება „ზედაპირულად განეიტრალებული მოგვეჩვენოს, მაგრამ რეკომენდაციები კვლავ გასათვალისწინებელი, ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური წესები კი – ისევ სახეცვლილია. მოკლედ, დროის რაღაც პერიოდი „აუცილებლად“ გვიწევს სახლში ყოფნა. ეს სახლში გატარებული დრო განსხვავებული სახლში ყოფნაა, „სახლობანას“ თამაშს ჰგავს და სწორედ ამიტომ, კამპანიის მიზანი იყო, თბილი ფორმით ეთქვა ხალხისთვის ის, რასაც ყველა ასე გადაჭრით ეუბნება: „დარჩი სახლში/დაიცავი წესები“, ანუ: „არ შეაჩერო სახლობანა“ – სახლობანა ჩვენ ხილით ვითამაშეთ. იმ ხილის გემოებით, რომლითაც ჩერო თავის წვენებს ქმნის“, – განმარტავს ცოტნე ბჟალავა.

 

Client: Chero
Agency: 4Media

Creative Director / Copywriter – Giorgi Mdivani
Graphic Designer – Lika Akhvlediani
Account / Project Manager – Gvantsa Nikoleishvili

როგორი შეიძლება, იყოს საკვები ობიექტების მომავალი? – კრისტოფ გერნიგონის დიზაინები

BigPicture Natural Photography-ს გამარჯვებული ფოტოები