in

„ჩერისთან ერთად” – დღიური, რომელიც საქმიანი ადამიანების ჯანსაღი ცხოვრების მეგზურია

საქმიან ადამიანებს, როგორც წესი, ცოტა დრო აქვთ. მათ ყოველთვის სჭირდებათ ატრიბუტი, რომელშიც მნიშვნელოვან გეგმებსა და საკუთარი თავისთვის შესახსენებელ დავალებებს მოინიშნავენ. ამ ფუნქციას ყველაზე კარგად პირადი დღიურის ფორმატი ირგებს, რომელიც ხდება ჩვენი მეგზური და გვეხმარება ყოველდღიური რუტინის გამარტივებაში. 

დატვირთული გრაფიკის ფონზე ჯანმრთელობაზე ზრუნვა გადადის მეორე ადგილას, არადა პროდუქტიულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას ვჭამთ, ვართ თუ არა დაკავებული ფიზიკური აქტივობით, რა დროს ვუთმობთ ძილს და ა.შ. დროის სიმცირის გამო ბევრ ადამიანს უწევს ამ მნიშვნელოვანი საკითხის გვერდზე გადადება, ამიტომ მას სჭირდება დამხმარე, რომელიც საქმეს გაუმარტივებს.

Cherry’s Fitness ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ცნობილი პლატფორმაა, რომელიც ვარჯიშებით, რჩევებით, მარათონებისა და სხვადასხვა პროგრამის შეთავაზებით, ადამიანებს სხეულის ჯანმრთელობაზე ზრუნვაში ეხმარება. მისი კიდევ ერთი საინტერესო წამოწყებაა დღიური, „ჩერისთან ერთად”, რომელიც საინფორმაციო ხასიათისაა და თან, საქმიანი ბლოკნოტის ფუნქციასაც ითავსებს. ამ დღიურში შეგიძლიათ, ჩაწეროთ ყოველდღიური საქმეები, ასევე მიიღოთ ინფორმაცია ვარჯიშის სხვადასხვა მეთოდიკაზე, დიეტების თავისებურებებსა და სხვა მსგავს თემებზე. აღსანიშნავია, რომ დღიურს თავისი ე.წ. ჩეკლისტიც მოჰყვება, სადაც იპოვით ფიტნესკალკულატორს, დაგეგმავთ კვების მენიუს, წაიკითხავთ ჯანსაღ რეცეპტებს და შეგხვდებათ QR კოდებიც, რომლებიც ვარჯიშის ბმულებზე გადაგიყვანთ. დღიურს აგრეთვე მოჰყვება გარშემოწერილობის სანიშნი და ინსტრუქცია.

თუ რატომ შეიქმნა დღიური და რა უპირატესობები აქვს მის მოხმარებას, ამაზე ნინო ჩერქეზიშვილი, დღიურის „ჩერისთან ერთად” ავტორი მოგვიყვება.

M: ნინო, როგორ შეიქმნა დღიური „ჩერისთან ერთად”, რა იყო მისი თავდაპირველი იდეა?

„ჩერისთან ერთად” 2023 წელს შეიქმნა და მისი თავდაპირველი იდეა იყო ისეთი დღიური, რომელიც ყოველდღიური საქმეების ორგანიზებასთან ერთად, ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაშიც დაეხმარებოდა ადამიანებს. ის განკუთვნილია  საქმიანი ადამიანებისთვის,  ასევე მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს ორგანიზება და ამავდროულად მიიღოს ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების სამყაროდან. 

M: უფრო დეტალურად რომ მოვყვეთ, რა უნდა ჩაწეროს ადამიანმა ამ დღიურში და რისი დაორგანიზება შეუძლია მას?

მომხმარებლებს შეუძლიათ, ჩაწერონ გასაკეთებელი საქმეების სია. „ჩერისთან ერთად“ 365 დღის განმავლობაში გაგიწევთ მეგზურობას და შეგახსენებთ, რომ წყალი, ძილი და ფიზიკური აქტივობა ყოველდღიური აუცილებლობაა. ასევე დაგეხმარებათ კვების რაციონის დაგეგმვასა და შესაბამისი ინგრედიენტების სიის შექმნაში, ზედმეტი დანახარჯისა და უსარგებლო პროდუქტების გარეშე. QR კოდები, რომლებიც ვარჯიშსა და სასარგებლო ინფორმაციაზე გადაგიყვანთ, WOW-ს გათქმევინებთ, ხოლო რამდენიმე გემრიელი რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ კვირის მენიუს შედგენისას. 

M: რა უპირატესობა აქვს ამ დღიურის წარმოებას ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი საქმიანი ადამიანებისთვის?

 უპირატესობა არის იმ უშველებელი ცოდნის მიღება, რომლის საშუალებასაც დღიური „ჩერისთან ერთად“ იძლევა. როცა იცი საკითხის ,,რატომ“, ბევრად მარტივია მისი სისრულეში მოყვანა და განხორციელება. ამასთან, მჯდომარე ცხოვრების სტილი გრძელვადიან პერსპექტივაში ასუსტებს იმუნიტეტს, ხდება ცხიმის არასწორი გადანაწილება სხეულში, დგება ჭარბწონიანობის საშიშროება, ჩნდება მუდმივი დისკომფორტი ზურგის არეში. მათ სჯერათ, რომ არ აქვთ დრო ფიზიკური აქტივობისთის, თუმცა რეალურად სჭირდებათ პატარ-პატარა ინსტრუმენტები, რომლებიც მრავლად არის დღიურში „ჩერისთან ერთად“ და რომელიც დაეხმარებათ დღის უკეთ ორგანიზებაში.
M: რატომ გადაწყვიტეთ დღიურის კონცეფციის საქმიან ადამიანებზე გათვლა?

მე თავად მაქვს 13-წლიანი საოფისე სამსახურის გამოცდილება, რაც გულისხმობდა იმას, რომ ჩემი პრიორიტეტები სამსახურის გარშემო ტრიალებდა. მუდმივად ამ რეჟიმში ყოფნით და დედლაინების დროულად შესრულებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის გადადიოდა მეორე ადგილზე, სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, შევქმენი დღიურის, „ჩერისთან ერთად“ კონცეფციაც.

M: რის მიხედვით შეიქმნა დღიურის კონტენტი?

თვეების მიხედვით დავყავით ისეთი აქტუალური თემები, რომლებიც ყოველდღიურად აინტერესებდა ჩვენს მომხმარებლებს: კვების და ნუტრიციული თვე, ვარჯიშების მეთოდიკა, ვარჯიშთან და კვებასთან დაკავშირებული მითები, რომლებიც აუცილებლად გვინდოდა დაგვემსხვრია, სამოტივაციო თვე, ასევე ისეთი აქტუალური საკითხი, როგორიც არის ემოციური კვება და მასთან დაკავშირებული აშლილობები და ა.შ. ეს თემები ჯაჭვურად და თანმიმდევრულად გვაქვს გადანაწილებული მთელი წლის განმავლობში.

დღიურის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი. ის იყიდება, როგორც veli.store-ზე, ისე თავად Cherry-ს სოციალური ქსელების მეშვეობით (FacebookInstagram). პროდუქტის მიწოდება საქართველოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ „ჩერისთან ერთად” უკვე ბევრმა მომხმარებელმა შეიძინა და მათი უკუკავშირები ძალიან დადებითია.


[R]

მომხმარებლები ასწავლიან მომხმარებლებს ანუ როგორ შეიქმნა პორტალი Quora

ქართული სტარტაპები გვიზიარებენ გამოცდილებას, როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება