in

მოწინავე ჩეთბოტები დეპრესიასა და ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებას ავლენს — კვლევა

შესაძლოა, ეს მომხმარებელთა მენტალური ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის (CAS) მიერ ახლად ჩატარებული კვლევის თანახმად, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჩეთბოტები უფრო მეტად გვგვანან, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით. უფრო კონკრეტულად, აღმოჩნდა, რომ ჩეთბოტები, რომლებიც დეპრესიისა და ალკოჰოლიზმის დასადგენად გამოიყენება, თავადაც დეპრესიული ხასიათით გამოირჩევა და სასმელზე “დამოკიდებულებას” განიცდის.

WeChat-თან და Tencent-თან ერთად წარმოებული ექსპერიმენტის ფარგლებში, Facebook-ის Blenderbot, Microsoft-ის DiabloGPT, WeChat, Tencent-ის DialoFlow და Baidu-ს Plato, ემპათიის თვალსაზრისით, ძალიან დაბალი ქულებით შეფასდა. და თითოეული მათგანი ადამიანი რომ ყოფილიყო, ალკოჰოლიკად ჩაითვლებოდა…

CAS გამოთვლითი ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევრებმა ჩეთბოტები დეპრესიის, შფოთვის, ალკოჰოლური დამოკიდებულებისა და თანაგრძნობის ნიშნებზე გამოცადეს. 2020 წლის შემთხვევის შემდეგ კი, როდესაც ჩეთბოტმა მომხმარებელს თავის მოკვლისკენ მოუწოდა, ექსპერტები მისი “მენტალური სიჯანსაღით” დაინტერესდნენ. ამიტომაც, აქტიურად დაიწყო ციფრული არსებების შესწავლის პროცესი — დაწყებული თვითშეფასების უნარით, დამთავრებული სასმლის სიყვარულით და სხვებისადმი ემპათიის განცდით. შედეგად, დადგინდა, რომ ყველა გამოკითხულ ჩეთბოტს “მძიმე ფსიქიკური აშლილობა” აღენიშნება.

ცხადია, ამან დიდი შეშფოთება გამოიწვია, რადგან აღნიშნული ჩეთბოტები ფართოდ გამოიყენება საზოგადოებაში. მსგავსმა მენტალურმა დარღვევებმა კი, შესაძლოა, მომხმარებლებში უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს — განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა და იმ ადამიანების შემთხვევაში, ვისაც ფსიქიკური სირთულეები აქვთ. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ Blender-მა და Plato-მ გაცილებით უარესი შედეგი აჩვენა, ვიდრე WeChat/Tencent-მა.

რა თქმა უნდა, არც ერთი ჩეთბოტი არ იმყოფება დეპრესიის ან ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების მდგომარეობაში… ეს ხელოვნური ინტელექტია და არა გრძნობების მქონე არსება. მთავარ საკითხს ის წარმოადგენს, რომ აღნიშნული ჩეთბოტები, Reddit-ის კომენტარების გამოყენებით, წინასწარ იყო გაწვრთნილი. ამიტომაც, AI საკმაოდ დიდ დამუშავებას საჭიროებს, რათა ციფრული არსებების უცნაურობა ნორმად არ იქცეს.

სიტუაციას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა. მაგალითად, ავიღოთ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც საზოგადოებისათვის ეთიკური რჩევების მისაცემად შეიქმნა, მაგრამ რასისტული და ჰომოფობიური შინაარსის მატარებელი აღმოჩნდა. მსგავსი ისტორიები ძალიან ბევრია, რაც მთლიანობაში საშინელ სურათს ქმნის და ბევრ კითხვას ბადებს: რატომ აქვს ყველას ჩეთბოტის შექმნის უფლება? ვინ აკონტროლებს მათ?

Gucci-ის ახალი, კონცეფტუალური მაღაზია Metaverse-ში, რომელიც “Supergucci” NFT-ებს ყიდის

მშიერმა მაჩვმა ესპანეთის გამოქვაბულში რომაული მონეტები ამოთხარა