in

Chevrloet-ის კამპანიის სახე კატაა, რომელიც ძაღლივით იქცევა

კატას ვოლტერი ჰქვია და ის პირველად, 2021 წლის ზაფხულში გამოჩნდა

ვოლტერი დაბრუნდა! – კატა, რომელიც ძაღლივით იქცევა, ცნობილი ავტომობილების მწარმოებლის, Chevrolet-ის სარეკლამო კამპანიის სახეა. ის პირველად 2021-ში ვიხილეთ, როცა მის უსახელო პატრონთან ერთად საზაფხულო თავგადასავალში შევროლეს ჯიპით გაეშურა. ახალ სარეკლამო რგოლში კვლავ 3 მეგობრის ვოიაჟია აღწერილი. ამჯერად, თავგადასავლების საძიებლად ვოლტერი და უსახელო კაცი, Chevrolet Chevy Silverado 2022-თან ერთად ზამთრის ცივ, თოვლიან დღეებში მიემგზავრებიან.

რეკლამის სიუჟეტი სახალისო ელემენტებითაა გაჯერებული. დეტალები უკავშირდება არაორდინალურ კატას,რომელიც სხვებში გაკვირვებას იწვევს, თუმცა მთავარ გმირს შთაბეჭდილება რჩება, რომ შემხვედრებს კატა აქამდე არასდროს უნახავთ. სიუჟეტის მთავარი კონცეფცია მეგობრობის იდეითაა ინსპირირებული – ძაღლივით მოქმედი კატისა და ადამიანის არაორდინალური მეგობრობის ხილვით, მარტივია გვჯეროდეს, რომ სტანდარტული მანქანისგან გამორჩეული თვისებების ფონზე, Chevrolet Chevy Silverado 2022-ს შეუძლია მეგობრობისთვის ახალი გზების აღმოჩენაში დაგვეხმაროს.

ასეთი იყო ვოლტერის პირველი გამოჩენა:

როგორ შევარჩიოთ CRM სისტემა?

„ქუბი“ გუდაურში – მეორედ დაბადების ისტორია