in

Chevrolet-ის რეკლამა კლასიკურ საშობაო ფილმს ჰგავს

Chevrolet კიდევ ერთხელ აცოცხლებს თავის ემოციურ სადღესასწაულო მარკეტინგს — 60-წამიანი ვიდეო, სახელწოდებით “Mrs. Hayes”, ნოსტალგიის, გულისტკივილისა და იდეალისტური მეზობლობის ცრემლიანი ნაზავია.

რეკლამის სიუჟეტი ასე იწყება: ქალი, რომელიც 57 წლის Chevy Nomad-ში ზის, უკანა ხედის ფანჯრიდან საკუთარ ანარეკლს უყურებს, რაც მოგონებების კასკადს იწვევს. წამებში გადის მრავალი წელი — იგი ცრემლიანი ემშვიდობება სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ქმარს, სახლში კი ამერიკის დროშით ბრუნდება; შემდეგ კი მეზობლის ბიჭისთვის, სახელად ბილი, დედის ფიგურად იქცევა; წლების შემდეგ სწორედ მას მიჰყავს ბილის ცოლი სამშობიაროდ და შემდეგ კვლავ აწმყოში ვბრუნდებით — ზრდასრული ბილი გარეთ დგას და მანქანის ფანჯარაზე აკაკუნებს.

ვიდეო მთავრდება იმით, რომ ქალბატონი ჰეიზი მარტოა თავის მისაღებ ოთახში და საშობაო დეკორაციებს აწყობს. ბილი, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად, მოულოდნელად მიდის მასთან, რასაც დიდი სიხარული ახლავს თავს… მარტივად რომ შევაჯამოთ, ეს კლასიკური საშობაო ფილმია — შემცირებული ერთი წუთით და Chevrolet-ის ლოგოთი.

Artisio – გონივრული ტექნოლოგიური გადაწყვეტა აუქციონების ინდუსტრიაში

VELI.store, ციფრული საყიდლების ველი, რომელმაც შოპინგი უფრო სასიამოვნო გახადა