Chevrolet-ის ელექტრომობილი Bolt EV დამუხტვიდან 520 კმ-ს გადის. ამის აღსანიშნავად, ავტომწარმოებელმა ყველაზე გრძელი, 520 კმ სიგრძის ბანერი შექმნა. საამისოდ, ბრენდმა, სააგენტო McCann-ის დახმარებით, ანდროიდის ტექნოლოგიები გამოიყენა. საერთო ჯამში, ბანერი 1,965,379,091 პიქსელისგან შედგება. თუმცა, ბანერის “ჩამოსქროლვა” სახალისო რომ გაეხადათ, პროცესი თამაშის პრინციპზე ააწყვეს. Android-ის მომხმარებლებს 5.5 საათი დასჭირდათ ბანერის ბოლომდე ჩასასვლელად. არც ისე მარტივია, არა? საბედნიეროდ, “გზად” სააღდგომო კვერცხვები და გამამხნევებელი ფრაზები ხვდებოდათ, რომ არ დანებებულიყვნენ. საშუალო დრო, რომელიც ბანერზე გაატარეს, იყო 8.37 წამი, რაც ჩვეულზე 9-ჯერ მეტია. საერთო ჯამში, ყველა მომხმარებელმა ერთად, 37,979,000 კმ “ჩასქროლა”. შედარებისთვის, ეს დისტანცია დედამიწიდან მთვარემდე მანძილზე 100-ჯერ მეტია.