iSpot.tv-ის საავტომობილო რეკლამების რეიტინგში, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ეროვნულ მაუწყებლობებსა და საკაბელო ტელევიზიებში, Chevrolet-ის “Taco Truck”-ის დებიუტი პირველ ადგილს იკავებს.
17 იანვრის ჩარტებმა აჩვენა, რომ ლიდერობის ტიტული ახლოს იყო, რადგან Chevrolet-მა Nissan-ის ელექტრომობილების რეკლამა მეორე ადგილზე გადასწია, 600 000-ზე ნაკლები ნახვების რაოდენობით. iSpot-ის Ace Metrix-ის გამოკითხვის მონაცემებით, მაყურებლის შეფასებები ინდუსტრიის ნორმების შესახებ 7.3%-ს შეადგენდა Chevy-სთვის და 8.4% Nissan-ისთვის. Nissan-მა მოიგო “ყურადღების” კატეგორიაში, 4.5% -ით მეტი ქულით ინდუსტრიის ნორმებზე, ხოლო Chevy-ს ჰქონდა უპირატესობა “მოწონებად კატეგორიაში” 3.7%.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე რეკლამა დიდად ეყრდნობოდა NFL-ის ფლეი-ოფის თამაშებს, Chevy-მ უფრო ძლიერი შედეგი მიიღო, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე Nissan-მა. ფაქტობრივად, გასულ შაბათ-კვირას NFL-ის თამაშებმა ნახვების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა სიის ყველა ადგილზე, გარდა სუბარუს “Well Adventured”-ისა, რომელიც მე-4 ადგილზე მოხვდა. ამ ავტომწარმოებელს ჰქონდა ყველაზე ნაკლები დანახარჯი, 1.7 მილიონი დოლარი. მაშინ, როცა Lexus-მა 6 მილიონი დახარჯა Hustle-ის ეთერში და მესამე ადგილზე მოხვდა.
აუდიტორიისთვის სუბარუს სტრატეგია ყველაზე მიმღები აღმოჩნდა, რადგან “ყურადღების” კატეგორიაში მზარდი პროცენტული რეიტინგები სწორედ ამ კომპანიამ აჩვენა. სიას Toyota-ს ვიდეო ხურავს სახელწოდებით – “Find Your Groove“.
chev-ის ეს რეკლამა მსუბუქ იუმორსაც შეიცავს და ის ორიენტირებულია სტანდარტულ-ავტომატური, გადაუდებელი დამუხრუჭების ეფექტურობის ჩვენებაზე 2022 წლის Chevy Equinox-ში. მწარმოებლის ამ სერიაში ეს ფუნქცია ადრე მგზავრისთვის არჩევითი იყო, მაგრამ ახლა ის უკვე სტანდარტულად იქცა, რაც ამ საოჯახო ტიპის მანქანას მეტად უსაფრთხოს ხდის.