in

ჩიკაგოში ვაქცინაციის განრიგის დასაგეგმად აპლიკაციას იყენებენ

Zocdoc – ჯანდაცვის ციფრული ბაზარია, რომელმაც უფასო ვაქცინების დაგეგმვის სერვისი დანერგა

veon
veon

ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროცესად იქცა, გამომდინარე Covid-19-ის პანდემიისა. რადგანაც მსურველი ბევრია, საჭიროა გარკვეული მარტივი და მოწესრიგებული მეთოდის შემუშავება. სწორედ ამიტომ, ქალაქ ჩიკაგოში გადაწყვიტეს, პარტნიორობა გაეწიათ კერძო ციფრულ ჯანდაცვის კომპანია Zocdoc-თან – ქალაქის მაცხოვრებლებს შეუძლიათ, ვაქცინის მიღების დრო აპლიკაციის დახმარებით განსაზღვრონ.

მას შემდეგ, რაც ჩიკაგო 1B ფაზაში მოხვდა, რაც წინა ხაზზე მომუშავე და 65 წელს გადაცილებულთა ვაქცინის გულისხმობს, პროვაიდერები პაციენტების აცრის სწრაფი და ეფექტური სისტემის შემუშავებაში დახმარებას ითხოვდნენ.

ჩიკაგოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის COVID რეაგირების ოპერაციების ხელმძღვანელის, თინა ჰილდრეტ ანდერსონის თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა, ვაქცინაციის რეგისტრაციის საკუთარი სისტემის შექმნა ყოფილიყო, მაგრამ უფრო მარტივი გზა არსებული სისტემის გამოყენება აღმოჩნდა, რომელიც მარტივად ინტეგრირდება საავადმყოფოებში. ასე აირჩიეს Zocdoc – ჯანდაცვის ციფრული ბაზარი, სადაც პაციენტებს შეუძლიათ იპოვონ ექიმები, დანიშნონ შეხვედრები და დაესწრონ ვირტუალურ ვიზიტებს. გასულ თვეში მან უფასო ვაქცინების დაგეგმვის სერვისი დანერგა.

“პანდემიამ დაგვანახა, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორს ერთად მუშაობა უწევს. Zocdoc ადამიანებს ჯანმრთელობის სისტემაში ნავიგაციისთვის დამხმარე ძალაა” – ამბობს ანდერსონი.

მიუხედავად ამისა, ქალაქი ჯერ კიდევ პრობლემის წინაშე დგას და არ ტარდება საჭირო რაოდენობის აცრები და თუ ასე გაგრძელდა, სრულ ვაქცინაციას წელიწადნახევარი დასჭირდება.

უფასო ავტომომსახურება „ოტო მოტორსისგან“

აქსესუარი, რომელიც დისტანცირებას უზრუნველყოფს – ანა-სოფი დინმანის ნამუშევარი