in

ნახეთ: ჩიჰარუ სიოტას ინსტალაცია „მრავალჯერადი რეალობა“

ჩიჰარუ სიოტამ კიდევ ერთხელ გაგვაოცა თავისი მონუმენტური ინსტალციით. ის Underworld Cisternern-ში, კოპენჰაგენის მიწისქვეშა ხელოვნების სივრცეშია განთავსებული, რომელიც ოდესღაც წყალსაცავი იყო.

ინსტალაცია, სახელწოდებით „მრავალჯერადი რეალობა“ 1000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. „ქსელების გამოყენება ჩემთვის ხატვის ალტერნატივაა. ვხატავდი და ვხატავდი, მაგრამ ვცდილობდი, საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება მეპოვა. მივხვდი, რომ თემების უმეტესობა უკვე შესწავლილია, როგორც 2D სტატიკური ხელოვნება. მაგრამ როდესაც ჰაერში „ერთი ძაფით“ მეტყველება დავიწყე, საკუთარი ხელწერა აღმოვაჩინე“, — ამბობს სიოტა.

თეთრი ქსელის პოეტური პეიზაჟი სიბნელეში წარმოქმნილ სინათლეს ჰგავს. სიოტას სამყაროში მშვიდი ატმოსფერო დინამიკურ ელემენტებს ეწინააღმდეგება. ამაზე მიანიშნებს სპეციალურად ამ შოუსთვის შექმნილი წითელი სკულპტურაც, რომელიც ბრუნავს და უჩვეულო ხმას გამოსცემს. იგი რამდენიმე გეომეტრიული ლითონის მილისგან არის დამზადებული და მთლიანად წითელი ძაფითაა დაფარული.

მთელ სივრცეში სულ უფრო მეტი კაბა და ქანდაკება ჩნდება მზარდი თანმიმდევრობით. საერთო ჯამში, შოუში წარმოდგენილია შვიდი ნეილონის კაბა და თითოეული მათგანი 3 მეტრი სიგრძისაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩიჰარუს დიზაინი მე-19 საუკუნის გამარტივებულ კოსტიუმებს მოგაგონებს, მისი თქმით, კონკრეტული ისტორიული სტილის მითითება არ ყოფილა მთავარი მიზანი.

„კაბები სულ მარტოა. მათი პატრონები გაქრა, მაგრამ ადამიანების არსებობის მინიშნება ჰაერში იგრძნობა“. 

ანიმაცია „მანქანების“ პერსონაჟი Porsche 2022 წლის რეალურ მოდელში გაცოცხლდება

ძაფებითა და ლურსმნებით „დახატული” გასაოცარი პორტრეტები