როგორ ფიქრობთ, 150 მილიონი წლის წინ გადაშენებული დინოზავრის ფიტულს რამის თქმა რომ შეეძლოს რას მოყვებოდა? ჩიკაგოს ნაციონალური მუზეუმი ათასობით იშვიათი ცხოველის, ფრინველისა თუ მწერის ფიტულს ინახავს. მართალია, ადამიანები მათ სახელებსა და ძირითად ინფორმაციას დათვალიერების დროს ეცნობიან, თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც უყურადღებოდ რჩება. მუზეუმის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს მათი უნიკალური ექსპონატებისთვის ხმა და თავიანთი ისტორიების მოყოლის შესაძლებლობა მიეცათ. სააგენტო Leo Burnett-ის დახმარებით, შეიქმნა კამპანია, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ ადამიანს ცხოველების ფიტულების ისტორიების გახმოვანების საშუალება ჰქონდა, ამ ხმოვან ისტორიებს კი შემდეგ მუზეუმი დამთვალიერებლებს გააცნობს. საინტერესო აქტივობაში მონაწილეობის სურვილი საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა და შესაბამისად, მრავალი ცხოველიც აალაპარაკა.












