in

მშიერი ბავშვი და წარმოსახვითი საკვები — ემოციური ვიდეორგოლი

BOG
BOG

ვინაიდან ბავშვთა სიღარიბის დონე ჯერ კიდევ მაღალ ზღვარზეა, კრეატიული სააგენტოები და თემატური ორგანიზაციები ცდილობენ, ეს პრობლემა მეტად შეახსენონ საზოგადოებას. ამჯერად Child Poverty Action Group-მა საკმაოდ ემოციური ვიდეორგოლო შემოგვთავაზა, რომელიც სამწუხარო რეალობას ბავშვური გულუბრყვილობით წარმოგვიდგენს…

სიუჟეტი ფანტასტიკური სცენით იწყება, როცა სკოლის სასადილო ოთახში საჭმელი ჯადოსნურად ცვივა — კონტეინერებიდან ამომხტარი ბურგერები, მიმოფანტული კარტოფილი ფრი და პოპკორნი… როგორც მაყურებელი, რამდენიმე წამით იმასაც კი ფიქრობ, საოცნებო სამყაროში მოხვდი, სადაც ყველა ბავშვი ბედნიერია. შემდეგ კი ყველაფერი „თავზე გენგრევა“, ერთი ბიჭი წარმოსახვითი სენდვიჩის ჭამას რომ იწყებს… თითქოს, ძალიან გემრიელი და საკმარისია მისთვის.

„ზოგიერთ ბავშვს გამოსაკვებად მხოლოდ საკუთარი წარმოსახვა აქვს“ — ასეთია კამპანიის მთავარი გასაღები.

მართლა როგორ ხარ?! — კითხვა, რომელიც ნორმად იქცა

Evido Georgia პირველ საერთაშორისო მარტექ ფესტივალზე — touch.point