წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით, თქვენი საკრედიტო ბარათიდან 16 000 დოლარი რომ გამქრალიყო? ალბათ, იფიქრებდით, რომ ეს ან უბრალოდ შეცდომაა, ან თაღლითობასთან გაქვთ საქმე.
ასე ფიქრობდა ჯესიკა ჯონსონიც, როდესაც მისმა უმცროსმა შვილმა iPad-ის თამაშებში შიდა შესყიდვების ფუნქციის გამოყენება დაიწყო. თავდაპირველი შენაძენი სულ რაღაც 1.99 დოლარს შეადგენდა, თუმცა მოგვიანებით $99-ს მიაღწია.
ჯესიკა ჯონსონი, დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში და Apple-ის მიერ უკანანოდ თანხის ჩამოჭრაში, დაუკავშირდა კომპანიას. როგორც გაირკვა, ამ ყველაფერში “დამნაშავე” პატარა ბავში იყო და მიუხედავად ოჯახის სოციალური მდგომარეობისა, Apple-მა უარი თქვა თანხის დაბრუნებაზე.