in

როგორ ვიზრუნოთ შვილებზე ოფისებში დაბრუნების შემდეგ?

მათთვის, ვინც პანდემიამდე აქტიურად იყო ჩაბმული კარიერულ განვითარებაში, ბოლო 1.5 წელმა მნიშვნელოვნად შეცვალა ყოველდღიურობა. სახლიდან მუშაობა, ბავშვების გარემოცვაში, გადაადგილების შეზღუდვა და სხვა ფაქტორები საკმაოდ სერიოზულ გამოწვევად იქცა. არსებული რეალობა სრულიად ამოტრიალდა, ახლა კი, როდესაც უამრავი კვლავაც უბრუნდება ოფისს, მშობლები ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ – როგორ იზრუნონ შვილებზე, სამუშაო ადგილებზე დაბრუნების პარალელურად.

pasha-statiebi
pasha-statiebi

კარგი ამბავი ისაა, რომ ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე პანდემიის დასაწყისში და ამოცანებთან გამკლავებისთვის ბევრად მარტივად შევძლებთ მობილიზებას. პირველ რიგში, საკუთარი ოჯახის მდგომარეობითა და საჭიროებებით დაიწყეთ. ეს შეიძლება გაზრდილ მოლოდინებთან, მეტი მოგზაურობის სურვილთან, ერთად მეტი დროის გატარებასთან იყოს დაკავშირებული. შესაძლოა, სახლის მოვლის ტვირთი რომელიმე მშობელს უფრომეტად დააწვეს, რაც ცალკე დაბრკოლებად იქცევა ხოლმე. მას შემდეგ, რაც საჭიროებებს გააანალიზებთ, სწორი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ. აი, რამდენიმე მიდგომა, რაც ბალანსის დამყარებაში დაგეხმარებათ.

შექმენით თავისუფალი სივრცე. პანდემიის პერიოდში ბევრ ჩვენგანს სრულიად სხვა დღის წესრიგი ჰქონდა: სამსახური, ბავშვები, რომლებსაც სკოლაში სჭირდებოდათ წაყვანა, სოციალური ქსელების მოხმარებაც ნაკლები იყო. როდესაც საკუთარ სივრცეზე ფიქრობთ, იფიქრეთ ალტერნატიულ გამოსავალზე: მაგალითად, თუკი კვება უნდა დაგეგმოთ, შეგიძლიათ კვირაში ერთი დღე ოჯახური სადილი მოაწყოთ, დროის ერთად გატარება თუა გამოწვევა, კვირაში ერთი დღე დაუთმეთ ერთმანეთს – შეიკრიბეთ და ერთად გაატარეთ დრო. თუკი ყოველდღიურ რეჟიმში გჭირდებათ ბავშვებზე ზრუნვა, მოაქციეთ საათობრივ ჩარჩოში. აქციეთ ეს ყველაფერი ერთიან სტრუქტურად.

მოძებნეთ ადამიანები, რომლებსაც დღის მსგავსი რეჟიმი აქვთ ან ვისთვისაც თქვენი დღის განრიგია მოსახერხებელი. მაგალითად, თუკი ბავშვების სკოლაში და შემდეგ, სახლში ტრანსპორტირებაა საჭირო, ეძებეთ ადამიანი, რომელიც მსგავსი მარშრუტითა და დროის შუალედით მოძრაობს. თანამოაზრეების პოვნა მნიშვნელოვანია და ასევე, საჭიროა ყურადღება მიაქციოთ, როგორ ექცევიან ეს თანამოაზრეები თქვენს შვილებს.

გქონდეთ თქვენი პროფესიონალური რეზერვი. ბევრ ჩვენგანს ჰქონდა ძიძების, მასწავლებლების, ტუტორების საკონტაქტო ბაზა. ამ კონტაქტების შეძენას დრო სჭირდება. დროულად უნდა მოძებნოთ, გაესაუბროთ და მართოთ ეს კონტაქტები, რათა საჭიროების დროს, არსებული რეზერვები ეფექტიანად გამოიყენოთ. შეეხმიანეთ, გაერკვიეთ, თუ სცალიათ კვლავ, თუ აქვთ თქვენთვის სასურველი პირობები. შეგიძლიათ ინფორმაცია ფორუმებზე, მშობლებისთვის განკუთვნილ ჯგუფებსა და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე ეძებოთ.

სასურველია, რომ სულ მცირე, 2-3 ადამიანი გყავდეთ მხედველობაში, რათა გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში მოუხმოთ მათ. ასევე, მიმართეთ დამსაქმებელს და გაერკვიეთ, რა პირობების შემოთავაზება შეუძლიათ. მით უფრო, რომ პანდემიის პერიოდში, თანამშრომლებზე ზრუნვამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

თავად იყავით საკუთარი თავის რეზერვი. მშობლის ყოველდღიურობა უამრავი გაუთვალისწინებელი დეტალისგან შედგება. ოჯახის პარალელურად, ადამიანს უწევს დამსაქმებლის მოლოდინების გამართლება. ეცადეთ, თქვენმა დამსაქმებელმა კარგად იცოდეს, რა პირობებში სრულდება სამუშაო. ასევე, შეგიძლიათ გააფრთხილოთ ისინი, რომ შესაძლოა დადგეს გადაუდებელი საჭიროება, საკუთარ ოჯახთან მიმართებაში და ასეთ დროს მათგან ხელშეწყობა დაგჭირდებათ – მაგალითად, ონლაინ შეხვედრების სახლიდან ჩატარება, როდესაც უკანა ფონზე შესაძლოა, ბავშვები მოძრაობდნენ ან შესასრულებელი ამოცანების გადანაცვლება. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ დაამტკიცეთ, რომ დისტანციურად შეუფერხებლად შეგიძლიათ მუშაობა.

გასულმა წელიწადნახევარმა მშობლებს ექსტრემალურ რეჟიმში აიძულა მუშაობა. თუმცა, ადაპტაციის სრულიად ახალი უნარები გამოუმუშავა. იმისათვის, რომ ბავშვებზე ზრუნვა სათანადოდ შეძლოთ, ოფისში სიარულის პარალელურად, მოქნილი გამოსავლის პოვნა გარდაუვალია. თავდაპირველად რთული გვეჩვენება, თუმცა, საბოლოო ჯამში, შესაძლებელია.

 

წყარო: HBR



Twitter Space მალე ხმის მანიპულაციების გაკეთების საშუალებას მოგცემთ!

„იორკ თაუერსის“ რებრენდინგი – კომპანიის ახალი სიცოცხლის დასაწყისი