in ,

როგორ შეაყვარეს ბავშვებს ჯანსაღი საკვები? – სახალისო და სასარგებლო კამპანია

მშობლების გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ხშირად მცირეწლოვანი ბავშვები ისე ვერ იკვებებიან, როგორც ამას მათი ორგანიზმი მოითხოვს, უმეტესობას ჯანსაღი საკვების გარკვეული ნაწილი გასინჯულიც კი არ აქვს, ან მათ მიმართ სიმპატიით არ გამოირჩევიან. ამ პრობლემის გამოსწორებაში V&A Museum of Childhood-მა საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტა და უჩვეულო, ორიგინალური, თანაც ძალიან სასარგებლო იდეის განხორციელებაში დახმარება სააგენტო BBDO-ს სთხოვა. მუზეუმში მოეწყო სპეციალური გამოფენა, სადაც დასათვალიერებლად მოსულ მშობლებსა და მათ პატარებს სრულიად მოულოდნელი, ამასთან ძალიან უჩვეულო სიურპრიზები დახვდათ. სპეციალურად ამ კამპანიისთვის, შეიქმნა რამდენიმე უცნაური, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი პროდუქტი, მაგალითად, კვამლი ბოსტნეულის გემოთი, სტაფილოსა და სხვა ჯანსაღი პროდუქტებისგან შექმნილი ნაყინები, გემრიელი სარეკლამო პოსტერები და შესასვლელი ბილეთები. ამ უჩვეულო გზით  V&A Museum of Childhood-მა პატარებს მეტი ინტერესი და ჯანსაღი პროდუქტების მიმართ სიმპატიაც კი გაუჩინა.

BOG
BOG

 

ახალი სიტყვები განსხვავებული მუსიკის შესაქმნელად! – Timberland-ის ანიმაციური კამპანია გრძელდება

„ჩვენი თამაში“ – პირველი გამოცემა რაგბის პოპულარიზაციისთვის