in

Childish Gambino ახალი კომპოზიციით დაბრუნდა

ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დონალდ გლოვერმა, ასვე ცნობილმა, როგორც Childish Gambino-მ, გამოუშვა ძალიან ცნობილი პრომო ფილმისთვის This is America. მუსიკალური ვიდეოების უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს მომენტად ცნობილმა ნამუშევარმა, მაყურებელს ამერიკაში რასიზმის ისტორიის ტური მოუწყო და ამ ვიდეოს დღემდე Youtube-ზე 915 მილიონი ნახვა აქვს.

BOG
BOG

მუსიკოსს/მსახიობსა და რეჟისორს, ჰირო მურაის შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის კულმინაციამ — This is America-მ, მათ უბიძგა კინოსა და ტელესამყაროში გადასვლისკენ FX-ის კომედიური-დრამა სერიალით — Atlanta — და კლასიკური ფილმის — Mr and Mrs Smith-ის ახალი ვერსიით Amazon Prime-ისთვის.

გლოვერის მუსიკალური ალტერ ეგოს დაბრუნებასთან და ახალი ალბომის, Atavista-ს (არსებითად მისი პანდემიური 3.15.20-ის დახვეწილი ვერსია) გამოსვლასთან ერთად, გამოქვეყნდა მურაის მორიგი მუსიკალური კლიპი მთავარი ტრეკისთვის — Little Foot Big Foot.

ექვსწუთიანი შავ-თეთრ ფილმს ხსნის დონალდ გლოვერი, როგორც doo-wop (rhythm & blues-ის ქვეჟანრი) ტრიოს წევრი, რომელიც ჯაზის ღამის კლუბში გამოდის.

იუთუბერმა ყველაზე სწრაფი დრონი შექმნა!

როგორ დავეხმაროთ კოლეგას გადაწყვეტილების მიღებაში აქტიური მოსმენით