5 მაისს Childish Gambino-ს ახალი ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელის რეპისა და ჰიპ-ჰოპის კომბინაციით ცდილობს ყურადღების მიპყრობას. ამ დროისთვის (გამოშვებიდან 2 დღის შემდეგ) 33 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს. სავარაუდოდ, ვიდეოს ყურება რამდენჯერმე მოგიწევთ, რომ კარგად დააკვირდეთ, რა ხდება წელსზემოთ გაშიშვლებული გლოვერის ფონზე. ვიდეორგოლი ძალადობის კადრებს შეიცავს და CNN-ის განცხადებით, არის კიდეც ერთგვარი პროტესტი დღევანდელი ამერიკის შემაშფოთებელ მდგომარეობაზე. ძალადობა, არეულობა, რომლის ფონზეც ზოგიერთები კმაყოფილებას გამოთქვამენ ან უბრალოდ, დამკვირვებლების როლში გვევლინებიან – “ეს ამერიკაა”, მღერის “გამბინო”. როგორც მსგავს ვიდეორგოლებს ახასიათებს, გლოვერის ნამუშევარსაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ჯერი თქვენზეა, ნახეთ და შეაფასეთ.