საზოგადოება კარგად იცნობს ჯეისონ მეიდენს — Nike-ის სამრეწველო დიზაინის სტაჟიორი, იორდანიის ბრენდის წამყვანი დიზაინერი, სუპერგმირული საბავშვო ფეხსაცმლის ბრენდის დამფუძნებელი და ა. შ. ახლა კი ამ ჩამონათვალს The Design Children’s Book-ის ავტორობაც დაემატა.
სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი დიზაინის წიგნი ყველაფერ იმას მოიცავს, რაც ამ სფეროს დაუფლებისთვისაა საჭირო. 62 გვერდზე მეიდენი, საკუთარი ისტორიის მოსაყოლად, ენერგიულ ტიპოგრაფიას იყენებს — დაწყებული ბავშვობისდროინდელი ტრავმით, როცა საავადმყოფოში სისხლის ინფექციას ებრძოდა. იქიდან მოყოლებული სიუჟეტი ნელ-ნელა დიზაინის ახსნით ვითარდება, არღვევს კომპლექსურ კონცეფციებს, როგორიცაა ინკლუზიური დიზაინი და იძლევა მიმოხილვას, თუ როგორ მოქმედებს დიზაინი ყველაფერზე, განათლებიდან პოლიტიკამდე.
როგორც ჯეისონი აღნიშნავს, ბავშვებისთვის გაცილებით ადვილია დიზაინის სპეციფიკის ახსნა, რადგან მათ კარგად იციან, როგორ მოირგონ დიზაინერის როლი. ამის მიზეზი კი აშკარაა — ბავშვების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს… ისინი გამუდმებით თხზავენ პერსონაჟებს, ამბებს, არც ფერებით თამაშს ერიდებიან და არც რაიმე შემოსაზღვრული ჩარჩოთი ხელმძღვანელობენ. სწორედ ეს სჭირდება ნამდვილ დიზაინერს: მრავალფეროვანი იდეები და ბუნებრივი სიმარტივე.