in

“ჩილიმ–მენიუ” Emirates Airlines–ისაგან

 Emirates Airlines–ი  მგზავრებს ახალ მომსახურებას სთავაზობს.

პირველ და ბიზნეს კლასს, შორ მანძილზე ფრენის დროს ჩილიმ მენიუ შესთავაზეს. მგზავრებს თვითმფრინავში  სხვა მომსახურებებთან ერთად შეუძლიათ აირჩიონ ჩილიმ მენიუც და სპეციალურად ჩილიმისთვის მომზადებულ ოთახში გადაინაცვლონ.

ავიაკომპანიის განცხადებით, ეს სიახლე კიდევ ერთი დამატებითი დეტალია აღმოსავლეთის უკეთ გაცნობისა. თუ ეს დამატებითი ფუფუნება Signature Shisha Lounge-ი  მგზავრებისთვის სასიამოვნო გახდება, წლის ბოლომდე А380 ყველა თვითმფრინავში ახალ სერვისს შესთავაზებენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა,  როდესაც  Emirates Airlines–ი  მომხმარებელს რაიმე გასაოცარს სთავაზობს. წინა ექსპერიმენტი საკმაოდ წარმატებით დასრულდა და შედეგად თვითმფრინავში საშხაპეები დამონტაჟდა.

თქვენი ალკოჰოლი – თქვენივე iPhone-ში

“Gulf Store” – სუპერმარკეტები Gulf–ის ავტოგასამართ სადგურებზე