ამ ტრაილერში მჯდომი ბალაჯი კრიშმანი იმედოვნებს, რომ ადამიანებს კინოთეატრების ალტერნატივას შესთავაზებს… Chill Theaters სტარტაპია, რომელიც ცდილობს, „თეატრალური გამოცდილება დიდი ეკრანითა და კინემატოგრაფიული ხარისხის ჟღერადობით მისაღები ოთახის კომფორტთან გააერთიანოს“. ხმაგაუმტარი ტრაილერი 100-ინჩიანი OLED ეკრანით, Klipsch-ის დინამიკებითა და სავსე ბარითაა წარმოდგენილი.
„ჩვენი ხედვა შემდეგია, შევთავაზოთ კერძო კინოთეატრები ყველას. მობილური კინოთეატრი პირველი ნაბიჯია, მაგრამ ასევე გვსურს, გავესაუბროთ საცხოვრებელი კომპლექსების კომპანიებს. გვაქვს სურვილი, Chill Theaters ფუფუნების საგნად იქცეს. მათ აქვთ საცურაო აუზები, სავარჯიშო დარბაზები, მაგრამ არა, კინოთეატრები…“, — აცხადებს კრიშმანი.
რაც შეეხება საფასურს, ადამიანები მას საათობრივად გადაიხდიან, თუმცა მინიმუმ 3 საათის მანძილზე შეუძლიათ ქირაობა. ტარიფი ერთ ადამიანზე საათში 9 დოლარიდან იწყება და პრემიუმ ღონისძიებებისთვის, როგორიცაა Super Bowl, 50 დოლარსაც აღწევს. თუმცა ამ ეტაპისთვის ვერ შეძლებთ იმ ფილმების ყურებას, რომლებსაც კინოთეატრებში აჩვენებენ… ხოლო, თუ ფილმების განწყობაზე არ იქნებით, შეგიძლიათ Chill სათამაშო სივრცედაც აქციოთ.
თანაც 12 ადამიანს იტევს, მაგრამ კრიშმანი მომხმარებლებს აქ ახლო მეგობრებთან ერთად შეკრებას ურჩევს, რომლებსაც პირად სივრცესთან დაკავშირებული პრობლემები არ ექნებათ. თუმცა Chill-ში წასვლა კინოთეატრში სტუმრობას არ ჰგავს, უფრო მეტად სახლის კინოთეატრის მსგავსია იმაზე ხარისხიანი ტელევიზორით, ვიდრე უმეტესობას გვაქვს… შესაძლოა, მაინც ფიქრობდეთ, რომ ასე სახლშიც მშვენივრად შეიკრიბებით, მაგრამ მას კრიშნანი გაუმჯობესებულ გამოცდილებად მიიჩნევს.
„ნამდვილად დიდ სიამოვნებას ვიღებდი, როცა პანდემიის დროს სტრიმინგ პლატფორმებზე ახალი ფილმები გამოდიოდა. 65-ინჩიანი ტელევიზორი მაქვს და დინამიკები, ამიტომ, შესანიშნავი თუ არა, კარგი იყო. მეგობრებთან ერთად სახლში კრიკეტის მატჩების ყურება კი მინდოდა, მაგრამ Top Gun Maverick ის ფილმია, რომლის ნახვასაც მხოლოდ კინოთეატრში ვისურვებდი“, — ამბობს კრიშმანი.
სტარტაპი უკვე აქტიურია Bay Area-ში და თქვენ რას ფიქრობთ? ისურვებდით Chill Theaters-ში წასვლას?