in ,

ჩინეთის პასუხი! – ანუ როგორ იბრძოლა ჩინეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ

უხანში, უცნობი წარმომავლობის კლასტერული პნევმონიის შემთხვევების აღმოჩენის შემდეგ ჩინეთის კომუნისტური პარტიის (ჩცპ) ცენტრალურმა კომიტეტმა სახელმწიფო საბჭოსთან ერთად წამოიწყო საპასუხო ქმედებების სასწრაფო კამპანია.

ჩამოყალიბდა ეპიდემიაზე რეაგირების ლიდერობის ცენტრალური ჯგუფი, რომელმაც  სახელმწიფო საბჭოსთან ერთად შექმნა პრევენციისა და კონტროლის ერთიანი მექანიზმები.

ამ მექანიზმების ამოქმედებას სახელმწიფოს მაღალი თანამდებობების წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებდნენ. კონტროლი დაიწყო უჰანიდან, შემდეგ მთლიანად ჰუბეის პროვინციაც მოიცვა და ბოლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა.

ვირუსის გავრცელების აღკვეთისა და კონტროლის მექნამიზმების ამოქმედება, ჩინეთში, სამ ფაზად დაიყო, რაც განაპირობა ორმა მნიშვნელოვანმა თარიღმა. პირველი – 2020 წლის 10 იანვარი, როდესაც COVID-19-ს ნორმატიული აქტით მიენიჭა „ბ“ კლასის ინფექციური დაავადების სტატუსი და კანონის შესაბამისად, გაიზარდა კონტროლის მექანიზმების არეალიც და სიმკაცრეც. მეორე თარიღი იყო, 8 თებერვალი, როდესაც ჩინეთში ეპიდემიური მდგომარეობა გამოცხადდა, რამაც დღის წესრიგში როგორც თვით ეპიდემიის (გავრცელების შეჩერება და კონტროლი) ასევე ეკონომიკურ-სოციალური საკითხების მართვა დააყენა დღის წესრიგში.

სტატია მოგითხრობთ სამივე ფაზის შესახებ, საქართველოში ამჟამად არსებული მდგომარეობის შესაბამისად ჩვენთვის აქტუალური მე-2 და მე-3 ფაზებია.

პირველი ეტაპი

ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ძირითადი სტრატეგია მიმართული იყო შემთხვევების უხანიდან და მთლიანად ხუპეის პროვინციიდან სხვა პროვინციებში გავრცელების თავიდან აცილებაზე. მთავარი მიზანი იყო ინფექციის წყაროს კონტროლი, გადადებისა და გავრცელების პრევენცია. საპასუხო გეგმა შემუშავდა უწყებათშორისი ჩართულობით. ბაზრები დაიკეტა, დაიწყო ზოონოზიის (ინფექციური დაავადება, რომელიც გადადის ცხოველიდან ცხოველზე, ან ადამიანზე და პირიქით) წყაროს ძიება.  ჩინეთის მხარემ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას 2019 წლის 31 დეკემბერს შეატყობინა ეპიდემიის შესახებ, ხოლო სრული ინფორმაცია COVID-19-ის გენომის განვითარების შესახებ 10 იანვარს გადასცა . შემუშავდა COVID-19-ის დიაგნოზირების, მკურნალობის, დაკვირვების, ახლო კონტაქტების მართვის პროტოკოლები.  შეიქმნა სადიაგნოსტიკო საშუალებები. ცხოველების და ფრინველების ბაზრები მოექცა მკაცრი კონტროლის ქვეშ.


მეორე ეტაპი

ვირუსის გავრცელების მე-2 ეტაპზე, მთავარი მიზანი იყო ეპიდემიის ინტენსიობის შემცირება და შემთხვევების რაოდენობის შემცირება. ხუპეის პროვინციაში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ ინფიცირებულების მკურნალობას, სიკვდილიანობის შემცირებას და დაავადების ექსპორტის თავიდან აცილებას. სხვა პროვინციები კი მუშაობდნენ ინფექციის იმპორტის შეჩერებაზე და საერთო პრევენციისა და კონტროლის ზომების მიღებაზე.

მოხდა პროტოკოლების გაუმჯობესება. აშენდა დროებითი კლინიკები, ყველა პაციენტის სამედიცინო სერვისებით, მასალებით უზრუნველსაყოფად. მკაცრად კონტროლდებოდნენ კარანტინში მყოფი პირები. შეიზღუდა ქალაქში და ქალაქებს შორის მოძრაობა. გადაიდო და გაუქმდა სახალხო ღონისძიებები. ინფორმაცია ეპიდემის გავრცელების, მისგან თავდაცვისათვის აუცილებელი აქტივობების შესახებ უწყვეტად ქვეყნდებოდა. კონტროლდებოდა საყოფაცხოვრებო საქონლის ხელმისაწვდომობა, რაოდენობით და ფასით.

ეპიდემიის კონტროლისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ავადმყოფობის აღმომჩენი მოწყობილობის არსებობას, რომელიც უნდა იყოს სანდო, ზუსტი და სწრაფი იმისთვის რომ შეძლოს გაარჩიოს ინფიცირებული და ჯანმრთელი ადამიანები ერთმანეთისგან. უხანში პირველი შემთხვევების შემდეგ ნათელი გახდა, რომ არსებული ხელსაწყოებით ანალიზების ჩატარება მოითხოვდა დიდ ადამიანურ, ტექნოლოგიურ და დროით რესურსებს, ამიტომ ჩინეთის ეროვნული პროდუქტების ადმინისტრაციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და ბიოტექნიკური კომპანიების მუშაობა ამ მიმართლებით გააძლიერა. პირველი ხელსაწყო შეიქმნა 13 იანვარს, ორ კვირაში კი უკვე უზრუნველყოფილი იყო საავადმყოფოებისთვის ამ ხელსაწყოების საკმარისი რაოდენობით მიწოდება .

ჩინეთის მაგალითი ცხადყოფს რამდენად მნიშვნელოვანია ვუსმინოთ მეცნიერებს და სახალხო ჯანდაცვის ექსპერტებს პანდემიური მოვლენებისას. გადაჭარბებული რეაგირება (ამ შემთხვევაში სიფრთხილე) პასიურობას ჯობია.

ჩვენ დღეს უკვე ზუსტად ვიცით რომ, ჩინეთის სისტემური მიდგომა და რისკების პროაქტიული მართვა, რომელიც ჯანმრთელობის ექსპერტებისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობას ეფუძნება, ეფექტურია COVID-19-ის კონტროლისთვის.

ავადმყოფობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული და სწორი გავრცელება გადამწყვეტ როლს თამაშობს და ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი წყაროა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელმაც გააანალიზა 40 000-ზე მეტი შემთხვევა ჩინეთიდან და ჩვენ ვიცით რომ COVID-19-ით ინფიცირებულთა 80%-ს არ სჭირდება სამედიცინო ჩარევა, 20%-ს კი სჭირდება სამედიცინო მეთვალყურეობა და ზრუნვა.

ჟეჯანგის პროვინცია პირველი იყო რომელმაც რისკის მართვის განსაკუთრებული ზომები მიიღო, დადასტურებული შემთხვევების გამოვლენამდე.

COVID-19-ის გავრცელების კონტროლისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის დაცვაა საჭირო

  •         სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება შეზღუდვების შესახებ
  •         იზოლაციაში მყოფი ადამიანების ადგილმდებარეობის კონტროლი და მონიტორინგი
  •       პირველადი საჭიროების პროდუქტების ცენტრალურად ორგანიზებული მიწოდების უზრუნველყოფა (მთავრობის მიერ დარეგულირებული)
  •         ინფექციური დაავადებების მოვლისა და მართვის დაწესებულებების გამოყოფა დაინფიცირებულთა იზოლირების, მონიტორინგისა და მკურნალობის მიზნით
  •         ელექტრონული აღრიცხვის და მონიტორინგის სისტემის შექმნა და ადგილობრივი რეაგირების ჯგუფების ჩამოყალიბება იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინოს აღმოჩენილ შემთხვევებზე 24/7 რეჟიმში
  •       ანგარიშგების/რეპორტინგისა და კომუნიკაციის არხების ცენტრალიზებული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მოქალაქეებს აწვდის უახლეს ინფორმაციას (ჩვენს შემთხვევაში stopcov.ge)

ხანჯუ, სადაც ალიბაბას სათავო ოფისია განლაგებული, ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო რომელმაც მოსახლეობაზე არსებული მონაცემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) გამოყენება დაიწყო COVID-19-ის პრევენციისა და კონტროლისათვის. მათ ამ მიდგომას „ერთი რუკა, ერთი QR კოდი და ერთი ინდექსი“ უწოდეს.

ორი კვირაა რაც ბიზნეს კომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებს გახსნის უფლება მისცეს. აი რა თანმიმდევრობით მოხდა ყოველივე:

  •         ბიზნესები იხსნებოდნენ ეტაპობრივად, პრიორიტეტების მიხედვით. მაგალითად, ჯანმრთელობაზე ზრუნვის დაწესებულებები გაიხსნა პირველ რიგში.
  •         შეზღუდვები ჩანაწერების მიხედვით მოეხსნა ხალხს
  •         ჯანმრთელობის QR კოდები მიენიჭა ყველას ქალაქში და ყველას ვინც შედიოდა ქალაქში. მწვანე კოდი ადამიანს თავისუფალი გადაადგილების უფლებას აძლევდა. ყვითელი კოდის მქონე ადამიანი ვალდებული იყო შვიდდღიანი თვითიზოლაცია მოეხდინა. წითელი კოდის მატარებელი კი 14 დღიანი თვითიზოლაციაში თავსდებოდა. ყვითელი და წითელი კოდის მატარებელი ადამიანები „მწვანდებოდნენ“ კარანტინის ვადის ამოწურვის შემდეგ. ამგვარი მონიტორინგის სისტემა დამკვიდრდა ჟეჯიანის პროვინციის უმეტეს ქალაქებში, და დაინერგა სხვა პროვინციებშიც
  •         ყოველი მოქალაქე ვალდებული იყო დაკვირვებოდა და სისტემაში აღერიცხა თავისი ყოველდღიური ტემპერატურა, რომ გაკონტროლებულიყო ყოველი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომაეობა
  •         ჯანმრთელობის მონიტორინგის აღწერილი სისტემა, მკაცრი დაკვირვების ქვეშ იყო ხანჯოუს დაავადებათა კონტროლისა და აღკვეთის ცენტრის მხრიდან

სიფრთხილის ზომების დაცვა ხალხის თავშეყრის ადგილებში, სკოლებში, ბიზნეს ცენტრებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და სახლებში გავლენას ახდენს ვირუსის გავრცელების ტრაექტორიაზე.

COVID-19-თან ბრძოლაში ყველა თანასწორია. ყველა ერთნაირად ვიზიარებთ პასუხისმგებლობასა და რისკს. COVID-19 ძალიან გადამდებია და ასიმპტომიური გავრცელება ახასიათებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მობილიზება და საზოგადოების ყველა წევრის ჩართვა პროცესში. ვირუსის გავრცელების შეჩერებისა და კონტროლის ზომები რომელიც ხანჯუმ მიიღო (10 მილიონი მოსახლე) არის მაგალითი მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის. და მაინც, წარმატების მთავარი გასაღებია რომ ყველამ გადაინაწილოს პასუხისმგებლობა და ინფორმაცია მიაწოდონ ოფიციალურ სამსახურებს. ასევე, როგორც ჩანს, შეიცვლება ჩვენი ცხოვრების ჩვეული სტილი.

ფრთხილი დაგეგმარება და ნათელი მითითებები გადამწყვეტია. ხანჯუში სამსახურში დაბრუნების პროცესი ეტაპობრივად წარიმართა. ბევრი ბიზნეს კომპანია, ორგანიზაციები და სკოლები წარმატებით ახერხებენ დისტანციურ მუშაობას მაგ. ზუმ შეხვედრების დახმარებით, ესეც შეიძლება სამომავლო განვითარების ერთ-ერთი საფეხური იყოს.

ჩინეთმა დაკარგა მილიარდობით დოლარი ბიზნეს კომპანიების გაჩერების გამო, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ბრძნული გადაწყვეტილება და სწორი ნაბიჯი იყო. 


მესამე ეტაპი

ვირუსის გავრცელების მე-3 ეტაპი მიზნად ისახავს შემთხვევების კლასტერების შემცირებას. ეპიდემიის კონტროლით და თავიდან აცილებით, ეკონომიკის მდგრადი  განვითარებით, სტანტანდარტიზირებული გაიდლაინებით, და მეცნიერული, რეალურ ფაქტზე დაფუძნებული რეგულაციების გატარებით. ეპიდემიის მთავარი კერა, ხუპეის პროვინცია პაციენტების მოვლასა და გავრცელების პრევენციაზე იყო ფოკუსირებული, ყველა პაციენტის კვლევითა და მკურნალობით. ყველა რეგიონი ეხმარებოდა ხუპეის, რათა გავრცელება მაქსიმალურად სწრაფად შეჩერებულიყო.

მოხდა ახალი ტექნოლოგიების გამოყენება (QR კოდები), მოხდა მოსახლეობის კლასიფიკაცია მათი საშიშროების მიხედვით და კონტროლდებოდა მათი გადაადგილება. 

აი, როგორ მიუდგნენ ჩინური კომპანიები COVID-19-ის გამოწვევას

ტაქსის ახალი მომსახურებები

როდესაც შემთხვევების გავრცელება დაფიქსირდა, რამდენიმე ტაქსის კომპანიამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და უნიკალური მომსახურება შესთავაზა პასუხად არსებულ მდგომარეობას.

მაგალითად, მას შემდეგ რაც ქალაქი უხანი ჩაიკეტა, ადგილობრივმა მთავრობამ გამოიძახა 6 000 ტაქსი იმისთვის, რომ მომსახურებოდნენ სასწრაფო შემთხვევებს. ამ ინიციატივას კერძო კომპანიებიც შეუერთდნენ. ისინი უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ ექიმებს სასწრაფო გამოძახებებზე მისვლაში. მომსახურება როგორც უხანში ასევე ქალაქებს შორისაც ხდებოდა.

მძღოლებისა და მგზავრების უსაფრთხოების დასაცავად ტაქსის კომპანიებმა ააშენეს სადეზინფექციო სადგურები, რომლითაც მძღოლები სარგებლობდნენ.

ონლაინ და ავტონომიური მიტანა

ვირუსის გავრცელების გამო, ლოგისტიკური კომპანიები დადგნენ ექსპრეს კურიერების სიმცირის წინაშე, რადგან ბევრი ადამიანი თავს არიდებდა მაღაზიებსა და სუპერ მარკეტებში სიარულს, გაიზარდა ონლაინ შეკვეთების რიცხვი.

ჩვეულებისამებრ ელექტრონული მოწყობილობების შეკვეთის მიტანის დღედ შემდეგი დღე ითვლება, ხოლო ონლაინ მაღაზიებიდან მიტანა იმავე დღეს ხორციელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანს ერთ დღეზე მეტხანს უწევდა ლოდინი.

ზოგიერთ თემში, ახალი რეგულაციების მიხედვით მძღოლებს არ ქონდათ ადამიანის კართან მისვლის უფლება. რაც იმას ნიშნავდა რომ შემკვეთი უნდა მისულიყო სადარბაზოს კართან და აეღო თავისი შეკვეთა.

ზოგიერთმა კომპანიამ მიმართა ავტონომიური მანქანების (autonomous vehicles (AVs)) (მანქანები რომლებიც მძღოლის გარეშე გადაადგილდებიან, დისტანციური კონტროლის მეშვეობით) მომსახურებას, იმისთვის რომ გაემართათ მიტანის უკონტაქტო სისტემა და ამით შეემცირებინათ ვირუსის გავრცელების ალბათობა/რისკი. სისტემა შემდეგნაირად მუშაობდა, ადამიანები ტვირთავდნენ მანქანას წინასწარ გამზადებული შეკვეთებით და შემდეგ ავტონომიურ მანქანებს მიქონდათ ტვირთი დანიშნულების ადგილას. ასეთ მანქანას 24 შეკვეთის მიტანა შეეძლო საშუალო 15 კმ/სთ სიჩქარით.

ზოგიერთ მანქანას შეუძლია 100 კმ-ის გავლა, 100 კგ სიმძიმის ტვირთით და მისი სიჩქარე 20 კმ/სთა. მსგავს მანქანებს მოსახლეობასთნ მიაქვთ ახალი ბოსტნეული და საკვები. China Unicom-მა მეთაუნთან კოლაბორაციის შედეგად უზრუნველყო 5G ინტერნეტი ავტომატური მიტანის მომსახურების მხარდასაჭერად.

Keenon Robotics იყენებს სპეციალურ რობოტებს, რომლებსაც საკვები მიაქვთ საავადმყოფოებსა და კარანტინის ზონებში, ეს მომსახურება 40 ქალაქზე მეტ ქალაქში ხორციელდება.

ჩინეთი არ წყვეტს ყოვლისმომცველი კვლევების დიაგნოზირების, ვაქცინაციის და მკურნალობის ახალი გზების აღმოჩენის მიმართულებით მუშაობას.

მასალის ავტორები:

ნინო სურმავა, ხათუნა სურმავა

გამოყენებული წყაროები:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/who-china-joint-mission-on-covid-19-final-report.pdf

https://www.weforum.org/agenda/2020/03/china-covid-19-coronavirus-mobility-solutions/

https://www.weforum.org/agenda/2020/03/coronavirus-covid-19-hangzhou-zhejiang-government-response/

https://www.nytimes.com/2020/03/13/opinion/coronavirus-best-response.html



პასუხი მშობლებსა და სახლში დარჩენილ ბავშვებს, კითხვაზე – „ახლა რა ვითამაშოთ?“

ტაივანის პასუხი

ტაივანის პასუხი! ანუ როგორ შეაჩერა ტაივანმა კორონავირუსის გავრცელება