in

ჩინელი მეცნიერების განცხადებით, მათ უძველესი ყვავილი აღმოაჩინეს

ახლად აღმოჩენილი ნამარხი, შესაძლოა, დარვინის საიდუმლოს პასუხი იყოს

ჩინელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ უძველესი ყვავილის კვირტი აღმოაჩინეს.  ნამარხისა და მასში აღმოჩენილი მტკიცებულებების გენეტიკური ანალიზის საფუძველზე, მეცნიერთა გუნდი ვარაუდობს, რომ აყვავებული მცენარეები, ანუ ანგიოსპერმები, ათობით მილიონი წლით ადრე განვითარდა, ვიდრე აქამდე გვეგონა.

M2
M2

თუ უძველესი ნამარხი ყვავილი არაუმეტეს 130 მილიონი წლისაა, მაშინ როგორ მოახერხეს ანგიოსპერმებმა ეკოსისტემებზე  დომინირება სულ რაღაც 20-დან 30 მილიონი წლის შემდეგ? როგორ განავითარეს მათ ასეთი დიდი მრავალფეროვნება ამდენად სწრაფად? სწორედ ეს გახლდათ ჩარლზ დარვინის უდიდესი თავსატეხი, რომლის ამოხსნაც მეცნიერმა სიცოცხლეში ვერ შეძლო. დარვინი ამ გამოუცნობ საიდუმლოს “საზიზღარს” უწოდებდა, რადგან მისი ახსნის ყოველი მცდელობა მტანჯველი და წარუმატებელი გახლდათ. 

 

დარვინის შემდეგ, განსაკუთრებით უკანასკნელი პერიოდის აღმოჩენების საფუძველზე, პროცესი დაიძრა და მეცნიერები თანდათან უახლოვდებოდნენ საკითხის საბოლოო ახსნის შესაძლებლობას. ჩინელი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი უახლესი აღმოჩენა, ყველაფერს ნათელს მოჰფენს და  ბოტანიკის ამ მტკივნეულ საკითს საბოლოოდ გადაჭრის. 

ზოგიერთი ბოტანიკოსის აზრით, ყვავილი ზედმეტად პრიმიტიულია, რათა ანგიოსპერმა (განვითარებული ფოთლოვანი ყვავილები) ეწოდოს. ზოგი მეცნიერი კი მიიჩნევს,, რომ ახალი აღმოჩენა ყვავილის განვითარების გარდამავალ ხანას მიეკუთვნება. თუმცა საწინააღმდეგო აზრების მიუხედავად, აღმოჩენის ავტორები ფიქრობენ, რომ მათი შედეგები, როგორც მინიმუმ, ანგიოსპერმის ევოლუციის გადახედვას მოითხოვს.

მეორე მსოფლიო ომის ჯარისკაცის წერილი მეუღლემ 76 წლის დაგვიანებით მიიღო

ახალი iPad Air, A15 Bionic ჩიპით, გაზაფხულზე გამოვა