13
Jan
2020

საჩუქარი, რომელსაც დისშვილი დეიდისგან იძულებით იღებს! – Nike-ის რეკლამის კომიკური გადაწყვეტა

13 Jan 2020



„ნაიკის“ ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებული პირველი რეკლამა კომიკური გადაწყვეტაა ტრადიციაზე „ჰონგ ბაო“, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს წარმატებისთვის ფულით სავსე წითელ კონვერტს აძლევენ.

Wieden & Kennedy შანხაის 90 წამიან რეკლამაში, ჯიუტი დეიდისა და მისნაირად შეუპოვარი დისშვილის ბრძოლას ვუყურებთ, წლების განმავლობაში რომ გრძელდება – კეთილი, მაგრამ არასაჭირო საჩუქრის უარსაყოფად.

ყველაფერი დისშვილის სულ პატარა ასაკიდან იწყება. ზოგიერთ ტრადიციაში, დაუქორწინებელი დეიდა ვალდებული არაა მას მიჰყვეს, თუმცა, ამ კონკრეტულის შეჩერება შეუძლებელია.

დისშვილს არ უნდა ამ საჩუქრის მიღება, მაგრამ დეიდა დაჟინებით ითხოვს, რომ საჩუქარი გამოართვას და პატარა ნათესავის ჭკუაში მოტყუებასაც მარტივად ახერხებს. წლების მატებასთან ერთად, ბრძოლაც უფრო ინტენსიური ხდება.

მინდვრებსა და სახურავებზე, კიბესა და ხალხმრავალ ადგილებში – დევნა წლობით გრძელდება ა და დასასრულ, როგორც წესი, დეიდა იგებს.

დისშვილი, საბოლოოდ, გაიზარდა. საკუთარ შვილებთან ერთად ცხოვრობს და მისი ჯერიც მოვიდა, დაუქორწინებელ დეიდას ტრადიციული საჩუქარი გადასცეს. მაგრამ დეიდა მომზადებულია – „ნაიკის“ ჩინური მითოლოგიიდან ინსპირირებული, ახალი სპორტული ფეხსაცმელი აცვია და გამოწვევისთვის მზადაა.

რეკლამის რეჟისორი სტივ აისონია. ვიდეორგოლში გამოყენებულია ჩვენთვის კარგად ნაცნობი “Perhaps, perhaps, perhaps-ის“ ჩინური ვერსია – “Quizás, quizás, quizás“.

განხილვა