in

Apple-მა iPhone 13 Pro-თი გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოუშვა

ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად, Apple-მა ახალი მოდელით iPhone 13 Pro ფილმი გადაიღო. მსგავსად, ბრენდმა კამერის შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი. რეჟისორმა ჟან მენგმა ფილმში The Comeback მამის, შვილისა და მივიწყებული სოფლის ისტორია აღწერა.

BOG

რეკლამის მთავარი გმირი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ახალი წლისთვის, მივიწყებულ სოფელში ბრუნდება. თანასოფლელების დახმარებით, სოფელს პლანეტა მარსად აქცევს, შემდეგ კი ფილმის გადაღებას იწყებს. სასურველი კადრების მისაღებად, ტელეფონი დრონით აფრინეს, შტატივებსა და სხვადასხვა მოწყობილობას მიამაგრეს. გადაღებისას კი კამერის ყველა ფუნქცია გამოიყენეს. ტელეფონის ზომა და Cinematic Mode-ის ფუნქცია ფილმის გადაღების პროცესს ამარტივებს. დაბალი სინათლის დროს ზუსტი გამოსახულებების მიღება, მიახლოებისას მკვეთრი კადრების გადაღება, სწრაფად ცვლადი მოქმედებების ზუსტად ასახვა ან ერთი ადამიანიდან მეორეზე ფოკუსირებაც კი აღარ არის პრობლემა. ამ პროცესებს კი რეკლამაში შესაბამისი კადრებით გვაჩვენებს.

მსგავსად, გვეუბნებიან, რომ ტელეფონს ნებისმიერი ახალგაზრდა რეჟისორის შთაგონება და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა შეუძლია.

Apple-მა კი ცალკე ვიდეორგოლით გვაჩვენა, თუ როგორი იყო ფილმის გადაღების პროცესი. აქ კი, უკვე, პირდაპირ კამერის შესაძლებლობებზე გვესაუბრა.

The Comeback კი, ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად შექმნილი, უკვე მეხუთე ფილმია.

ჩინეთი iPhone-ების ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია, რითაც ფილმის გადაღების მიზანიც მარტივი გამოსაცნობი ხდება. ჩინურ ენაზეა გადაღებული, თუმცა მათ, ვინც ეს ენა არ იცის, ინგლისური სუბტიტრების წაკითხვა შეუძლია.

The Comeback სარეკლამო სააგენტომ TBWA\Media Arts Lab Shanghai შექმნა.

Dear Nostalgia — სიურრეალისტურ სტილში წარმოდგენილი გარემო

რით განსხვავდება უკრაინული სარეკლამო ბაზარი ქართულისგან?