in

3 რამ, რაც ჩინური TikTok-ისგან უნდა ისწავლოთ

შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩინური TikTok მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, იგი ამერიკულსაც კი სჯობს… ახლა კი ერიკა იანგი, ჩინურ-ამერიკული სოციალური სააგენტოსა და RealHype Creative-ის სტუდიის ხელმძღვანელი, იმ სამ საკითხს გამოყოფს, რაც მარკეტერებმა ჩინელი ტიკტოკერებისგან უნდა ისწავლონ.

1. შექმენით მეტი პრემიუმ კონტენტი

ჩინური TikTok სატელევიზიო ქსელის მოკლე ფორმატის ვიდეო ვერსია გახდა, რომელიც მრავალ ეპიზოდურ თოქშოუებსაც კი მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ მისი შინაარსის ხარისხი ბევრად აღემატება ყველა ვერტიკალსა და კატეგორიას.

„ჩინურ TikTok-ს 600 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, პლატფორმა უფრო დახვეწილი და კონკურენტუნარიანია. შესაბამისად, იმისათვის, რომ გამოირჩეოდნენ, შემქმნელებმა და ინფლუენსერებმა მაღალი ხარისხის კონტენტი უნდა შექმნან. ერთ შემქმნელს ხშირად 8-კაციანი ჯგუფიც ჰყავს, სცენარისტებითა და რედაქტორებით“, — ამბობს იანგი

2. პატარა აუდიტორიის მქონე ინფლუენსერები უფრო დიდ ზემოქმედებას ახდენენ და უკეთეს შედეგებსაც აღწევენ 

ბრენდები დიდ ინფლუენსერებს 50 000 – 100 000 დოლარამდე უხდიდნენ, თუმცა, როგორც კი მიხვდნენ, რომ სასურველ შედეგებს ვერ იღებდნენ, ეს მაშინვე შეწყვიტეს — შემქმნელი, რომელსაც ჩვეულებრივ 5 მილიონი ნახვა ჰქონდა, ბრენდის კონტენტზე მხოლოდ 4 000 მნახველს აგროვებდა. ამიტომ, ბრენდებმა იმ პატარა ინფლუენსერებთან უნდა იმუშაონ, რომელთა მიმდევრებიც მათ სამიზნე აუდიტორიას შეესაბამება. თანაც, პატარა აუდიტორიის მქონე ინფლუენსერებს უფრო ახლო ურთიერთობა აქვთ მიმდევრებთან, შესაბამისად, მათი გავლენაც და შედეგებიც უკეთესია.

3. ჩაიხედეთ მონაცემებში

რაც უფრო მეტია პრემიუმ კონტენტი, მით უფრო მეტ ჩართულობას იღებს იგი. მსგავსად კი, მომხმარებლებზეც უფრო დეტალურ მონაცემებსაც იღებთ. ხოლო, როცა მათ შესახებ ინფორმაციას ფლობთ, ეს უფრო მეტი ჩართულობის მოპოვებაში გეხმარებათ, იქნება ეს სარეკლამო თუ ორგანული შეტყობინებები… დიახ, ალგორითმმა იცის, რა მოგწონთ და რა კონტენტით ისიამოვნებთ.

Netflix 25 წლის იუბილეს ნოსტალგიური ვიდეოთი აღნიშნავს

კლასიკური მანქანები, რომლებიც ყველა კოლექციონერს მოეწონებოდა