The Wall Street Journal-ის თანახმად, ჩინეთი 3000 მილის სიგრძის ბარიერულ სისტემას აშენებს სამხრეთ საზღვრის გასწვრივ, რის სავარაუდო მიზეზადაც Covid-19-ის შეკავება სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ნაბიჯმა უკვე შეაფერხა ყოველდღიური მოგზაურობა და ვაჭრობა ამ გზაზე მცხოვრებთათვის.
ზოგიერთმა სახელმწიფო მედიამ მას “დიდი კედელი Covid-19-ის წინააღმდეგ” უწოდა. თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ მის მშენებლობას, სავარაუდოდ, სხვა ფარული მოტივები აქვს… მაგალითად, კარინ დინგმა, ჩინეთსა და მიანმარს შორის სასაზღვრო ურთიერთობების მკვლევარმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ცდილობს, სრულად უზრუნველყოს თავისი საზღვრები და ლტოლვილთა ნაკადის შემოდინება აღკვეთოს. ასევე, ამგვარი საზღვრის შემოღებას შეუძლია, ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუწყოს ხელი.
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ბარიერები დარჩება, რაც სამუდამოდ შეცვლის ახლომდებარე მოსახლეობის ცხოვრებას და ლანდშაფტს. საზღვრის ჩაკეტვა კონტრაბანდისტებისა და ლტოლვილების შემოდინების თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის იყო პეკინის ერთ-ერთი მიზანი. პანდემია კი მხოლოდ სასარგებლო საბაბად იქცა ხელისუფლებისთვის.
“შეიძლება, კორონავირუსი ოფიციალური გამართლება იყოს, რომელსაც ჩინეთი ბუფერული ზონის შესაქმნელად იძლევა. თუმცა ეს განზრახვა პანდემიის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე დაიბადა”, — აცხადებს მკვლევარი დევიდ ბრენერი.













