in

Clubhouse-ის მოწვევის სანაცვლოდ, ჩინელი ინტერნეტ მომხმარებლები 65 ევროს იხდიან

ეს არის პლატფორმა, რომელზეც ქვეყნის ცენზურა არ ვრცელდება

veon
veon

ჩინელი ინტერნეტის მომხმარებლები Clubhouse-ს, ონლაინ შეხვედრების აპლიკაციას, რომელიც სწრაფად ხდება პოპულარული მთელ მსოფლიოში, 65 ევროს ოდენობის გადასახადს სთავაზობენ ერთი მოწვევის სანაცვლოდ. პრინციპი ასეთია – პლატფორმა სრულიად უფასოა ყველა მომხმარებლისთვის, აქ მოსახვედრად მხოლოდ ის ადამიანია საჭირო, რომელიც უკვე მისი მომხმარებელია და შეუძლია სხვა, მხოლოდ ერთი პიროვნების მოწვევა.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ უღირთ ჩინეთის ინტერნეტ მომხმარებლებს 65 ევროს გადახდა ამ კონკრეტულ პლატფორმაზე? 

მიზეზი ერთია – როგორც ჩანს, მათ სურთ, ისეთ პლატფორმაზე ჰქონდეთ წვდომა, სადაც  “მგრძნობიარე” საკითხები, როგორიცაა მაგალითად, უმცირესობის მდგომარეობა სინკიანგში ან უახლესი ამბები ჰონკონგიდან, ჩინეთის მთავრობის მიერ ცენზურის გარეშე. ამიტომაც, ფასიანი მოსაწვევები სწრაფად გაიყიდება ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე.

როგორც იცით, ქვეყანაში საკმაოდ მკაცრი ცენზურაა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ავტომატურად ბლოკავს არასასურველ კონტენს. ხოლო Facebook და Twitter სრულად დაბლოკილია ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე.

გასულ კვირას ონლაინ პლატფორმაზე ჩატარებულ საზოგადოებრივ შეხვედრა 700-ზე მეტი პიროვნება იყო როგორც ჩინეთიდან, ასევე ტაივანიდან. დისკუსიის მთავარ საკითხსაც სწორედ ამ ორი სახელმწიფოს სისტემებს შორის განსხვავება წარმოადგენდა – ერთი მხრივ, დამსწრეები მოწონებას გამოხატავდნენ კუნძულის თვითმმართველობისადმი და მეორე მხრივ, შეშფოთებას – ერთპარტიული მმართველობის მიმართ.

Clubhouse სილიკონის ველში გასულ წელს შეიქმნა და ახლახან ჩააღწია ჩინეთამდე, სადაც მალევე გახდა მოთხოვნადი, რაც გარკვეულწილად ცნობადი სახეების პლატფორმაზე გამოჩენამ, როგორიცაა ილონ მასკი და მარკ ცუკერბერგი.

ისრაელის ახალი კოვიდსაწინააღმდეგო წამალი, რომელმაც 96% ეფექტურობა აჩვენა

რა ხდება ამერიკის შუაგულში? – Jeep-ის რეკლამა სუპერთასისთვის