in

ჩინეთში ხელოვნურ მთვარეს ქმნიან!

ხელოვნური მთვარე იქნება ვაკუუმური კამერა, სადაც მთვარის იდენტური გრავიტაცია შეიქმნება

ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანა არ გახლავთ, რომელსაც მთვარეზე დაბრუნება სურს. Nasa-ს მცდელობებისთვის კონკურენციის გაწევას ჩინეთი აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, დედამიწის თანამგზავრზე ექსპედიციის მოსამზადებლად, ჩინეთში ხელოვნურ მთვარეს შექმნიან.

ხელოვნური მთვარე იქნება ვაკუუმური კამერა, სადაც ძლიერი მაგნიტური ველის გამოყენებით, დაბალი, მთვარის იდენტური გრავიტაცია წარმოიქმნება. ჩინელი მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ხელოვნური მთვარის შექმნას რამდენიმე თვეში დაასრულებენ.

ამასთან, ხელოვნური მთვარის დიამეტრი მხოლოდ 60 სანტიმეტრი იქნება. ეს საკმარისი ნამდვილად არ გახლავთ, რათა მასში კოსმოსურ სკაფანდრში გამოწყობილი ასტრონავტი მოთავსდეს.  თუმცა საკმარისია იმისათვის, რომ საჭირო აღჭურვილობა და მოწყობილობები გამოიცადოს. თავის მხრივ, ეს ჩინურ მხარეს დაეხმარება,  ექსპედიციამდე მაქსიმალურად შეამციროს გაუთვალისწინებელი ხარვეზების ალბათობა.

“ზოგიერთ ექსპერიმენტს, როგორიცაა ზემოქმედების ტესტი, სიმულატორში სულ რამდენიმე წამი სჭირდება. მაგრამ სხვებს, როგორიცაა მცოცავი ტესტირება, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს”, — აღნიშნავენ მკვლევრები.

ხელოვნური მთვარის გამოყენებით, ზოგიერთ ექსპერიმენტს რამდენიმე წამი, ზოგს კი რამდენიმე დღე დასჭირდება.

Ikea-მ დეკორაციების ახალი კოლექცია 3D ტექნოლოგიით შექმნა

„პროექტების მართვის გამოცდილება ნებისმიერ სფეროში დაგჭირდება“ – „ალტე უნივერსიტეტი“ Project Management-ის კურსს იწყებს