in

ჩინეთში შექმნეს რობოტი, რომელიც ადამიანის ჩანაფიქრს 96%-იანი სიზუსტით კითხულობს

ინოვაციური რობოტის ტესტირება ჯერჯერობით მხოლოდ ლაბორატორიაში ჩატარდა

ჩინეთში შეიქმნა ინოვაციური რობოტი, რომელიც აქამდე არსებულ მოდელებზე გაცილებით ძლიერი ინტუიციითა და ყურადღებით იქნება გამორჩეული. როგორც ცნობილია, მას ადამიანის ფიქრების წაკითხვა 96%-იანი სიზუსტით შეუძლია.

რობოტი China Three Gorges-ის უნივერსიტეტში, ინტელექტუალური წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრში, შეიქმნა. მას თანამშრომელი ადამიანის ტვინიდან წამოსული ტალღების აღქმა და მისი კუნთების ელექტრული სიგნალების მიღება შეუძლია. ეს რობოტს საშუალებას აძლევს, ინფორმაცია პირდაპირი კომუნიკაციის ან სპეციალური დავალების გარეშე მიიღოს.

ასეულობით საათის განმავლობაში წარმოებული ტრენინგის შედეგად, რობოტმა თანამშრომლების განზრახვის ამოცნობა და შესაბამისად მოქმედება შეძლო. ასევე, მან საგნების აღება და საჭირო ადგილზე დალაგება ისწავლა. ჩინეთში ექსპერიმენტების მიმართულების წამყვანმა მეცნიერმა, იუანფა დონგმა, ჟურნალ China Mechanical Engineering-თან განაცხადა, რომ ასეთ მიღწევას შეუძლია, საგრძნობლად დააჩქაროს წარმოების პროცესი.

მიუხედავად იმისა, რომ რობოტმა დავალება 96%-იანი სიზუსტით შეასრულა, რიგ შემთხვევებში მან ვერ შეძლო მინიშნების ამოცნობა. მიზეზი ადამიანის მარტივად ცვალებადი ბუნებაა, რომლის გამოც, მისი ყურადღება ხშირად ქარხანაში შესასრულებელ სამუშაოს სცდება. ქარხანაში მომუშავე ადამიანებს ძლიერი კონცენტრაცია სჭირდებათ იმისათვის, რომ რობოტმა მათი გაგება მოახერხოს. საბოლოოდ, რობოტმა გონებრივი მინიშნებების შესრულება მხოლოდ 70%-იანი სიზუსტით შეძლო.

ინოვაციური რობოტის ტესტირება ჯერჯერობით მხოლოდ ლაბორატორიაში ჩატარდა. სამომავლოდ ექსპერიმენტი ქარხნებში გადაინაცვლებს, რათა ახალი ტექნოლოგია უფრო დიდ მასშტაბზე გამოიცადოს.

„სულ შენთანაა“! – ასე შეიქმნა თიბისის საახალწლო ვიდეორგოლი

მედიცინაში პირველად — პაციენტს გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს!