in

ჩინეთის მოქალაქეებს სამი შვილის ყოლის უფლება ექნებათ!

შესაძლოა, რომ ჩინეთმა სრულად მოხსნას შობადობის შეზღუდვები?

veon
veon

მას შემდეგ, რაც ჩინეთში შობადობის მკვეთრი შემცირება დაფიქსირდა, ქვეყნის მოქალაქეებს სამი შვილის ყოლის საშუალებას მისცემენ. როგორც ჩანს, 2016 წლიდან არსებულმა ორი შვილის ლიმიტმა “ერთი შვილის პოლიტიკით” შექმნილი დემოგრაფიის პრობლემა ვერ მოაგვარა.

ახლა კი პრეზიდენტმა სი ძინპინიმ გადაწყვიტა, “სამი შვილის პოლიტიკა” დაემტკიცებინა. ამას მოჰყვება დამხმარე ზომები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სტრუქტურის გაუმჯობესებას და დემოგრაფიის ზრდას. თუმცა საინტერესოა, რამდენ ადამიანს სურს სამი შვილის ყოლა, როცა ცხოვრების ხარჯები ძალიან მაღალია?

“ძალიან ბევრი ზეწოლა”

ახლა ქვეყნის მასშტაბით მთელი ყურადღება “სამი შვილის პოლიტიკას” ეთმობა… მოსახლეობის უმეტესობა კრიტიკულად აფასებს ამ სიახლეს – “ხალხს ისეთი დაბალი შემოსავალი აქვს, რომ ერთი ბავშვის გაჩენის სურვილიც კი არ აქვს”; “ამ ეტაპისთვის ძალიან ბევრი ზეწოლა არსებობს”; “ახალგაზრდებს არ სურთ შვილების ყოლა”. 

ასევე, ბევრი საუბრობს თანამედროვე “სამუშაო ადგილის დილემებზე” იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დეკრეტულ შვებულებაში გადიან და არ არსებობს არანაირი “რეპროდუქციული სარგებელიც კი”. თანაც, ჩინელი ახალგაზრდები დღეს აღიარებენ, რომ მათ უფრო მეტი დრო სჭირდებათ მუშაობისთვის – ზეგანაკვეთური და ზედმეტი დატვირთვა უკვე მასობრივი გახდა.

 

როგორი მდგომარეობაა ამჟამად დემოგრაფიული თვალსაზრისით?

აღნიშნულმა მონაცემებმა, რომელიც ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ გასულ წელს დაახლოებით 12 მილიონი ბავშვი დაიბადა. 2016 წლის შემთხვევაში ახალდაბადებულთა რიცხვი 18 მილიონს აღწევდა… მთლიანობაში კი ეს მონაცემები 1960-იანი წლების შემდეგ ახალშობილთა ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე მიუთითებს.

შესაძლოა, რომ ჩინეთმა სრულად მოხსნას შობადობის შეზღუდვები?

ჩინეთის უახლესი აღწერის წინ ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მშობიარობის შეზღუდვები შეიძლება მთლიანად მოიხსნას… თუმცა, როგორც ჩანს, ქვეყანა ფრთხილად მოქმედებს, რადგან ამას დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია. მაგალითად, თუ ისეთ ქალაქებში, როგორიცაა პეკინი და შანხაი, ქალებს ბევრი შვილის ყოლა არ სურთ, სოფლებში მცხოვრები ადამიანები კვლავ ტრადიციას იცავენ და მრავალშვილიან ოჯახებს ანიჭებენ უპირატესობას.

შესაბამისად, ხელისუფლების თქმით, შეზღუდვის მოხსნის შემთხვევაში სოფლებში უფრო მეტი შობადობა იქნება, ვიდრე ქალაქში. ეს კი, თავის მხრივ, სიღარიბისა და დასაქმების პრობლემების გამწვავებას გულისხმობს…

საგულისხმოა ისიც, რომ ექსპერტები უკვე დიდი ხანია ამტკიცებენ, რამდენად დიდ გავლენას იქონიებს მსოფლიოს სხვა ნაწილებზე ჩინეთის მოსახლეობაზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება, მაგალითად, შობადობის კლება.

ცხოველთა კვების იტალიური კომპანია Farmina უკვე საქართველოშია!

სნოს ახალი, გრილი გემოები გამოჩნდა!