in

ჩინელმა მეცნიერებმა მსოფლიოში უმძლავრესი კვანტური კომპიუტერი შექმნეს!

კომპიუტერმა Zuchongzhi, გამოთვლების წარმოება 66-დან 56 კუბიტის გამოყენებით შეძლო

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა კოლეგებთან ერთად მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კვანტური კომპიუტერი შექმნეს. მათ მიერ აგებულმა ორგანზომილებიანმა პროგრამირებადმა კომპიუტერმა Zuchongzhi, გამოთვლების წარმოება 66-დან 56 კუბიტის გამოყენებით შეძლო.

Liffit
Liffit

როგორც მკვლევართა მიერ წარმოდგენილი ნაშრომი იუწყება, პროცესის შესასრულებლად კვანტურ კომპიუტერს მხოლოდ 1 საათი და 10 წუთი დასჭირდა. საგულისხმოა, რომ მეცნიერთა განცხადების თანახმად, მსგავსი კომპლექსური დავალების შესრულებას უმაღლეს საფეხურზე მყოფი ტრადიციული სუპერკომპიუტერი სულ მცირე 8 წელში მოახერხებდა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს Google-ის გუნდმა განაცხადა, რომ “კვანტურ უზენაესობას” მიაღწიეს, მათი Sycamore პროცესორით. მოწყობილობამ  კომპლექსური გამოთვლები 53 კუბიტის მეშვეობით 3.5 წუთზე ნაკლებ დროში აწარმოა. თუმცა მკლევართა თქმით, ახალი რეკორდის ფარგლებში შესრულებული დავალება მასზე ასჯერ რთული იყო.

ამასთან, ჩინელ მეცნიერთა გუნდმა განსხვავებულ ტექნიკას მიმართა, რომელიც ფოტონური კუბიტების გამოყენებას გულისხმობდა. შედეგად კი წარმოდგენილ შედეგს მიაღწიეს – მანქანას შეუძლია არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე საკითხის გადაჭრა შეუძლია. თანაც, კვლევა ნათლად გვიჩვენებს იმასაც, რომ სულ რაღაც ორი კუბიტის დამატებამ, შესაძლოა, ექსპანსიურად გაზარდოს კვანტური კომპიუტერის ენერგია.

თავის მხრივ, ეს შედეგი ცხადყოფს, რომ მეცნიერები სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან უნივერსალური კვანტური კომპიუტერის შემუშავების რეალისტურ მიზანს. საბოლოოდ კი მის ისეთი პროგრამებისთვის გამოყენებას შევძლებთ, რომელთაც ვერასოდეს გაუმკლავდებიან ტრადიციული კომპიუტერები.

უკვე მეორედ, Miami Ad School Europe-ში სწავლის მსურველელებს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა აქვთ

სილქნეტის 7-ჯერ სწრაფი ინტერნეტი 1 წლისაა!