in

ნახეთ: ჩინური აბრეშუმის ტრადიციით შესრულებული ნამუშევრები

დაიან ჰილის დიზაინი უმეტესწილად ბუნებით არის შთაგონებული

ჩინური აბრეშუმის მხატვრობა უკვე საუკუნეებია, ხელოვნების მოყვარულებს ხიბლავს. ჯერ კიდევ 1700-იან წლებში, ეს ტრადიცია აქტიურად გავრცელდა ევროპელ მხატვრებში და სწორედ მისი შთაგონებით შეიქმნა Chinoiserie – ჩინური სტილი ევროპულ ხელოვნებაში, რამაც საკმაო განვითარება ჰპოვა. ახლაც კი, ლონდონში მცხოვრები მხატვარი, დაიან ჰილი განაგრძობს ამ დეკორატიული სტილით საკუთარი ნამუშევრების შექმნას.

“მე განსაკუთრებით დავინტერესდი ანტიკური ფონის გამოყენებით, მისი თამამი ნიმუშებითა და სცენური თხრობით. ჩინეთში მოგზაურობისას აკვარელით ხატვის უნიკალური მეთოდი ვისწავლე. მისი დახმარებით, ულამაზეს დეტალებთან ერთად ჩემს ნახატებს სიღრმის ილუზიას ვანიჭებ” – აღნიშნავს მხატვარი.

ჰილის ჰაეროვან დიზაინსა და ფუნჯის გლუვ მონასმებს აბრეშუმის ტექსტურა კიდევ უფრო აძლიერებს. მისი ბუნებით შთაგონებული კომპოზიციები ფართო ლანდშაფტებით, ხეებით, ყვავილებისა და ხილის ნატურმორტების დეკორატიული სცენებით ხასიათდება. თითოეულ მათგან მხატვრის მკაფიო, მეოცნებე ხასიათი გასდევს…

ახალი კვლევა – დელფინები, გუნდების შესაქმნელად, ერთმანეთის “სახელებს” სწავლობენ

საქართველოს ბანკი მომხმარებელს სრულად ციფრულ გადაწყვეტილებას – ონლაინ განვადებას სთავაზობს