in

ჩინური ხელოვნური ინტელექტი ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენებას შეძლებს

AI პროკურორი 97 პროცენტიანი სიზუსტით მუშაობს

ჩინელი მკვლევრები ირწმუნებიან, რომ მათ ხელოვნური ინტელექტი (AI) შექმნეს, რომელსაც დანაშაულის იდენტიფიცირება და კრიმინალების წინააღმდეგ ბრალის წაყენება შეუძლია.

გუნდმა ალგორითმი უკვე არსებული AI ინსტრუმენტის გამოყენებით შექმნა, სახელწოდებით System 206. ამ უკანასკნელს ჩინეთში მომუშავე პროკურორები აქამდეც იყენებდნენ, მტკიცებულებათა შეფასებისა და იმის დადგენის მიზნით, წარმოადგენდა თუ არა ეჭვმიტანილი საშიშროებას ფართო საზოგადოებისთვის.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ System 206 საკმაოდ შეზღუდული იყო — მკვლევართა თქმით, მას არ შეეძლო ბრალის წარდგენის ან სასჯელის შეთავაზების კუთხით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყოფილიყო ჩართული. სხვა სიტყვებით, აქამდე სისტემას საქმისთვის შეუსაბამო ინფორმაციის იდენტიფიცირება და გაფილტვრა შეეძლო. ასევე, ნეირონული ქსელის გამოყენებით, ბუნებრივი ენის დამუშავება.

აქედან გამომდინარეობს ახალი ტექნოლოგია, რომელსაც დამნაშავის იდენტიფიცირება და რვა ყველაზე გავრცელებული დანაშაულის კუთხით ბრალის წაყენება შეუძლია. ესენია: საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობა, აზარტული თამაშები, მანქანის უპასუხისმგებლო მართვა, თავდასხმა, ოფიცრის ხელშეშლა, ქურდობა, თაღლითობა და პოლიტიკური წინააღმდეგობაც კი. ჯერჯერობით უცნობია, როგორც გადაწყვეტს AI ამ უკანასკნელს.

როგორც South China Morning Post იუწყება, ჩინეთში შექმნილ მოდელს შეუძლია, დამნაშავეს 97%-ზე მაღალი სიზუსტით წარუდგინოს ბრალი. ცხადია, ამისათვის სისტემა საქმესთან და ეჭვმიტანილთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას დეტალურად ეცნობა, ნაცვლად მხოლოდ ზედაპირულ დეტალებზე დაყრდნობისა.

ბუნებრივია, მიუხედავად მაღალი სიზუსტისა, ჩნდება კითხვა: რა ბედი ეწევა დარჩენილ 3%-ს? ადვოკატი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, საკმაოდ ლოგიკურ შეკითხვას სამს: ვინ იღებს ამ 3 პროცენტზე პასუხისმგელობას? პროკურორი, მანქანა თუ ალგორითმის შემქმნელი?

ამ ეტაპზე AI პროკურორი ფართოდ არ გამოიყენება, თუმცა პროცესი საკმაოდ ჩქარ ტემპში მიმდინარეობს… უახლოეს მომავალში მართლმსაჯულების ან სასჯელაღსრულების კუთხით, რუტინულ და მოსაბეზრებელ სამუშაოს რობოტებსა და ალგორითმებს გადააბარებენ.

ნახეთ, როგორ იქმნებოდა ანიმაცია ფილმისთვის „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“

როცა იცი რაშია მხიარულების საიდუმლო …. – “დანზკას” სახალისო საახალწლო ვიდეორგოლი