in

ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა მთვარეზე წყლის პირველი მტკიცებულება აღმოაჩინა

ციურ სხეულზე წყლსი არსებობას მზის ქარს უკავშირებენ

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ მთვარეზე გაშვებულმა აპარატმა, სახელწოდებით Chang’e 5, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე წყლის კვალს მიაგნო. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ მთვარე სრულიად მშრალი იყო, თუმცა იქ წყლის არსებობა 10 წელზე მეტია, რაც დადასტურდა.

M2
M2

ამ დრომდე მეცნიერთა დასკვნები ორბიტალურ დაკვირვებებს ეფუძნებოდა. ახლა კი უახლესი კვლევა, რომელიც Science Advances-ში გამოქვეყნდა, ცხადყოფს, რომ ჩინურმა ხომალდმა წყლის მოლეკულები (H2O) პირდაპირ გრუნტისა და ქვების შესწავლის გზით, ერთგვარი საველე სამუშაოს შედეგად დააფიქსირა. ამასთან, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, საქმე ჰიდროქსილთან (OH) გვქონდეს.

“ეს მთვარეზე “მოგზაურობას” ჰგავს… ეს არის პირველი შესაძლებლობა, წყლის ნიშნები ახლო მანძილზე აღმოვაჩინოთ”, — აღნიშნავს ლინ ჰონგლეი, კვლევის წამყვანი ავტორი. მისიის ფარგლებში მთვარის ზედაპირიდან აღებული ნიმუშები ჯერ კიდევ 2020 წელს მივიღეთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი Chang’e 5 მთვარის რეგოლითის ქიმიურ შემადგენლობას აანალიზებდა.

როგორც აღმოჩნდა, ხომალდის დაშვების არეალში თითო ტონა გრუნტში წყლის კონცენტრაცია დაახლოებით 120 გრამია, ქვებში კი — უფრო მეტი. ზოგადად, მთვარეზე H2O-ის წარმოქმნის ძირითად მიზეზად მზის ქარი სახელდება, რომელიც იქ წყალბადის ატომებს მიუძღვებოდა. ეს უკანასკნელი კი ჟანგბადთან შევიდა რეაქციაში.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი მთვარეზე 2024 წლიდან კიდევ 2 მისიის განხორციელებას გეგმავს —  Chang’e 6 და Chang’e 7.

Tesla-ს ავტომობილებს ახალი, უფრო თავდაჯერებული ავტოპილოტი დაემატება

ნახეთ: ფანტასტიკური ილუსტრაციები და წყალზე განთავსებული სახლები