in ,

როგორ გავხადოთ სამყარო უკეთესი? – Chipotle-ს მხიარული ანიმაცია

ანიმაცია გოგოსა და ბიჭის სიყვარულის ისტორიაზე, რომლებიც ერთმანეთს ლიმონათის გაყიდვაში ეჯიბრებიან. საბოლოოდ ორივე წარმატებას აღწევს, მაგრამ მექანიკური კონვეირები მწყობრიდან გამოდიან და მათ თავისივე სამფლობელოდან გამოაძევებენ. თავიდან ორივე გულუბრყვილო  ბავშვი იყო, ფულის შოვნამ კი ისინი ძალიან შეცვალა. ეს პატარა ისტორია მიგვანიშნებს, რომ ადამიანური ურთიერთობები და ბუნებრივობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიები და ფული მათ ვერ ჩაანაცვლებს.

 

https://www.youtube.com/watch?v=nKleQ1MXMCs

 

Chipotle Mexican Grill–ი ანიმაციურ რეკლამებს 2011  წლიდან ქმნის.  A Love Story არის მესამე და განსხვავებული ვერსია, რომელიც Lemonade Tycoon–ის მოტივებზეა აწყობილი. ანიმაციას Backstreet Boys–ის სიმღერა I Want It That Way აქვს ფონად და თემაც გულის ამაყუჩებელია.

ეს ოთხწუთიანი ანიმაცია, გარკვეულწილად, Chipotle–ს განვითარების ისტორიას ასახავს.  ახლა კი ეს კომპანია აგიტაციას უწევს უკეთესი სამყაროს განვითარებას, ნატურალური პროდუქტებით კვებას. სარეკლამო კამპანიის სლოგანია Cultivate a better world. Chipotle მაქსიმალურად ნატურალური პროდუქტებით შექმნილ სწრაფ კვებას სთავაზობს მომხმარებელს.

A Love Story–ზე სააგენტო CAA–მ იმუშავა.

აბსურდული პროდუქტი “ფეისბუქ სესხი” – „ბანკი რესპუბლიკას“ ორიგინალური კამპანია [EXCLUSIVE] 

როგორ ვუთხრათ მამებს, რომ გვიყვარს?! – Dove–ის მოულოდნელი სიურპრიზი