მ-ვიდეომ (М.Видео) სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით და ახალი საკრედიტო პირობების გასაცნობად სარეკლამო კლიპი გადაიღო.
სახალისო ვიდეოში, უფროსები პატარა ბავშვებივით იქცევიან. არავის გაუკვირდება პატარა ბავშვებმა ჭირვეულობა რომ დაიწყონ, იყვირონ და მშობლებისგან რაიმეს ყიდვა მოითხოვონ, მაგრამ უფროსებიც?! 2 კვირაში რეკლამამ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
მთლიანად შემოქმედებითი პროცესი ერთი კვირა გაგრძელდა. ჩანაწერს ჩვეულებრივად სამუშაო დღის მანძილზე აკეთებდნენ. უფროსების ჭირვეულობამ და შეძახილებმა “მიყიდე iPhone!!!” მ-ვიდეოს დამთვალიერებლების დიდი ყურადღება მიიქცია