in

„ჭიტამ“ ვიზუალური იდენტობა განაახლა

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“ 1996 წელს დაარსდა — მაშინ, როცა ქვეყანა მაინცდამაინც ნათელი ფერებით ვერ გამოირჩეოდა. „ჭიტას“ მიზანი კი სწორედ იმ სიფერადის და სილაღის შემოტანა იყო ბავშვებისთვის, რომელიც მათ ასე ძალიან აკლდათ და სჭირდებოდათ. 

BOG
BOG

უკვე 27 წელია, „ჭიტა“ ამ მიზანს წარმატებით ემსახურება და დღეს უკვე აერთიანებს 16 ფილიალს თბილისსა და რუსთავში, სადაც 10 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი დაგხვდებათ. ეს არის სივრცე, სადაც 0 თვიდან დაწყებული ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მოიძებნება საჩუქარი. მაღაზიაში წარმოდგენილია რბილი სათამაშოების, მანქანების, თოფების, საკანცელარიო ნივთების, ხის სათამაშოების, თოჯინების, მუსიკალური, სპორტული ატრიბუტების, ჩვილებისა და სამაგიდო თამაშების სექციები.

ახლა კი კომპანიაში სიახლეა, ვინაიდან ბრენდბუქის განახლება და ვიზუალური იდენტობის მეტად გათანამედროვება გადაწყვიტეს.

რა იყო ბრენდბუქის განახლების მთავარი მიზეზი?

„„ჭიტასთვის“ მნიშვნელოვანია, ბრენდმა უსმინოს მომხმარებელს, ბაზრის მოთხოვნებს და მუდმივად მიჰყვეს სიახლეებს, რამაც განაპირობა ახალი ბრენდბუქისა და ლოგოს საჭიროება. ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ 27-წლიანი ბრენდის ვიზუალური იდენტობის ცვლილებისას შენარჩუნებულიყო ჩვენი მთავარი ღირებულებები. ეს პროცესი კი საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო Grapevine-ს ვანდეთ“,აღნიშნავს ჭიტას დამფუძნებელი ხათუნა ჩხიკვაძე.

Grapevine-ის არტ-დირექტორის, სალომე პერტაიას თქმით, ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესო გამოწვევა იყო მრავალწლიანი ისტორიის მქონე ბრენდზე მუშაობა, თუმცა „ჭიტას“ ისტორიიდან და მიზნებიდან გამომდინარე, ინსპირაციისა და იდეების ნაკლებობა არ ყოფილა. „მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, სწორად გადმოგვეცა „ჭიტას“ ღირებულებები თუ ხასიათი, რასაც წარმატებით გავართვით თავი — შევქმენით ბრენდის სახელმძღვანელო, რომელიც თავისი სიფერადითა და სილაღით ბავშვურობას და სითბოს გამოხატავს“.


[R]

განახლებების სრული პაკეტის მეშვეობით, Audi RS Q8 სუპერ SUV-ად ტრანსფორმირდა

Euromoney-ს შეფასებით, საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკია საქართველოში