in

ჩიტი აშშ-მექსიკის სასაზღვრო კედელთან – 2021 წლის კონკურსის გამარჯვებული ფოტო

შთამბეჭდავი კადრი მექსიკელ ფოტოგრაფ ალეხანდრო პრიეტოს ეკუთვნის

კონკურსის “2021 წლის ფრინველის საუკეთესო ფოტოგრაფი” გამარჯვებულები გამოვლინდა. გრანდიოზული პრიზი კი შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის არსებულ სასაზღვრო კედელთან გაჩერებულ Road Runner-ს გადაეცა.

გლობალური ფოტოგრაფიული კონკურსი ფრინველთა სილამაზისა და მრავალფეროვნების აღნიშვნას ეხება. მონაწილეები არა მხოლოდ მთავარი (6 895$), არამედ სხვა პრიზებისთვისაც იბრძვიან – ოლიმპოს კამერისა და Swarovski Optik-ის ბინოკლებისთვის. ამასთან, კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქესა და ასაკის ადამიანს შეუძლია, რათა 8 კატეგორიის ფარგლებში სცადონ გამარჯვების მოპოვება.

წლევანდელი მთავარი პრიზი კი მექსიკელ ფოტოგრაფ ალეხანდრო პრიეტოს ზემოთ ხსენებული ფოტოსთვის გადაეცა. ასევე, მან გამარჯვება მოიპოვა კატეგორიაში “ფრინველები გარემოში”. აშშ-მექსიკის 3000 კილომეტრიანი საზღვარი კონტინენტის ზოგიერთ ბიოლოგიურად განსხვავებულ რეგიონს კვეთს. აქ გვხვდება უნიკალური ადაპტირებული ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები, ფრინველები და მცენარეები, რომელთაგან ზოგიერთი პლანეტის სხვა ადგილებში არ მოიპოვება. თავის მხრივ, ბევრი სახეობა დაზარალდება, თუ აშშ-ს მთავრობა მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის აშენებას გადაწყვეტს. სასაზღვრო ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ფიზიკურად ბლოკავს ველური ბუნების მოძრაობას, არამედ ანადგურებს მათ საცხოვრებელ არეალებს.

“კედელი 1500-ზე მეტი სახეობის ცხოველსა და მცენარეს ემუქრება. მე ბევრი სხვადასხვა ცხოველი ვნახე, რომელიც კედელთან მიდიოდა, შემდეგ ბრუნდებოდა და ისევ უკან მიდიოდა” – ამბობს პრიეტო.

სწორედ ამ მიზეზით, ფოტომ გამარჯვება მოიპოვა არა მხოლოდ მისი მხატვრული ღირებულის გამო, არამედ იმიტომაც, რომ იგი მნიშვნელოვან ამბავს მოგვითხრობს.

სტატიაში მოცემულია კონკურსის ჟიურის მიერ შერჩეული სხვა გამარჯვებულებიც.

iPhone 13-ის მომხმარებლები რამდენიმე ბაზარზე სატელიტურ კავშირს მიიღებენ

გაიგეთ, რა მოხდა მთვარეზე პირველი დროშის აღმართვისას – Humankind-ის რეკლამა