in

‘ჩიტისთვალაჲ’, – მუსიკალური ფესტივალი თუშეთიდან, რომელიც წელს ონლაინ რეჟიმში გადაიცემა

აქთუშეთიი და მუტანტ რადიო წარმოგიდგენთ ონლაინ მუსიკალურ ფესტივალს – ‘ჩიტისთვალაჲ’, რომელიც 8-18 სექტემბერს ჩატარდება.

BOG
BOG

სიტყვა ‘ჩიტისთვალაჲ’ მრავალი მნიშვნელობის მატარებელია, მათ შორის: ხელით ნაქსოვი (ჩითი, წინდა) ნაჭრელი. პატარა წრეში ჩასმული ფერადი წერტილი. ჩიტისთვალაჲ ცუტუნ-ცუტუნაჲ (პატარ-პატარა) თვალთვალაიან ნაჭრელაი.

აქთუშეთიის რეზიდენციის ფესტივალი ყოველწლიურად ომალოში ტარდება და აერთიანებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მუსიკოსებს. წელს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ფესტივალი ჩატარდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. ტრანსლაციას განახორციელებს მუტანტ რადიო. ჩვენგან შეგეძლებათ მოუსმინოთ და ადევნოთ თვალი ვიდეობს, რომლებიც თუშეთის სხვადასხვა ლოკაციიდან იქნება გადაღებული.

ფესტივალში მონაწილეობენ:

პაატა კარხილაური , Vazha Marr , ანუშკა ჩხეიძე , Aine Merme, Tete Noise, Cobert , Ben Wheeler, Scott McCulloch, Ryogyry, NUM , Zesknel, მარი ხაჩიძე, ანი ზაქარეიშვილი…

დეტალებისთვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს.

„საქართველოს ბანკი“, „ექსტრასთან“ და „მასთერქარდთან“ ერთად, ახალ კამპანიას იწყებს

ქართველი კომპოზიტორის, ნათელა სვანიძის უნიკალური 1974 წლის ჩანაწერები CES Records-ზე გამოიცემა