in

ალმათიდან ბათუმში – ყაზახი მარკეტერის ისტორია, ანუ თაფლაკვერების სტარტაპი „ჩიტო გვრიტო“

Startauperi
Startauperi

ჩიტო გვრიტო“ ჯინჯერ თაფლაკვერების სტარტაპია, რომელიც ბათუმში, ყაზახმა მარკეტერმა – ელენა მიაგკიჰმა დაიწყო. ხელნაკეთი, თემატურწარწერებიანი, თუ სხვადასხვავიზუალიანი სადღესასწაულო თაფლაკვერების უკან ზღვის სიყვარულის ამბავი დგას. ბრენდის ისტორია კი ქალაქ ალმატაში დაიწყო:

უცებ გადავწვიტე, რომ მინდოდა ზღვისპირას ცხოვრება. იქ, სადაც თბილა, კარგი კლიმატი და ეკოლოგიური მდგომარეობაა, გემრიელი სამზარეულოა და სილამაზე. ამასთან, ვხვდებოდი, რომ პროფესიით მუშაობა, ანუ მარკეტერობა, ამ მომენტისთვის, შეუძლებელი სურვილი იყო საქართველოში, სადაც რუსულენოვანი მარკეტერები არც ისე მოთხოვნადები არიან. ანუ, უნდა შემძლებოდა ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელსაც ხელით მოვამზადებდი. რა თქმა უნდა, კარგი გამოსავალი იყო კვებითი პროდუქტები. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არც ისე კარგი მზარეული ვარ, საჭირო იყო იდეა. მოულოდნელად, მეგობარმა მითხრა, რომ ერთ-ერთ წვეულებაზე ნახა წარწერებიანი თაფლაკვერები, Google კი დამეხმარა გავრკვეულიყავი – ეს იყო ტრენდი ყაზახეთში, რომელიც სულ უფრო იკრეფდა პოპულარობას. ვიპოვე კურსი თაფლაკვერების ოსტატთან ალმატაში, გავიარე 3 კურსი, ჩავალაგე 2 ჩემოდანი – ერთში პირადი ნივთები, მეორეში კი ფორმები თაფლაკვერებისთვის და გადმოვედი ოცნების ქალაქში – ბათუმში“, – გვიყვება ელენა.

M: რა სირთულეები შეგხვდათ უცხო გარემოსა თუ ბაზარზე თავის დამკვიდრებისას?
სამწუხაროდ, ყველაფერი ასე იოლი როდი იყო, როგორც ერთი შეხედვით შეიძლებოდა მეფიქრა. მსგავსი პროდუქტის შესახებ ბათუმში ძალიან ცოტამ იცოდა. ვერავინ ხვდებოდა, რატომ ღირდა ერთი თაფლაკვერი იმდენი, რამდენიც 1 კგ ჩვეულებრივი თაფლაკვერი ღირს. თუმცა, მთავარია არ დანებდე. თავიდან, ძალიან იშვიათი იყო შეკვეთები, შემდეგ, სოციალურმა მედიამ და Word Of Mouse-მა შეასრულეს მათი სამუშაო. სახელი „ჩიტო გვრიტო“ უფრო ხშირად ჟღერდა ტორტის შეკვეთისას, ან სადღესასწაულო მაგიდების სამზადისისას.

M: თქვენ გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორია ბათუმელი მომხმარებლის დამოკიდებულება და სპეციფიკა? 
საინტერესოა ის, რომ დასაწყისისთვის ყველა ერთსა და იმავეს უკვეთავდა: „მომიმზადეთ ზუსტად ის კომპლექტი, რაც მოუმზადეთ ამასწინათ, სხვას“. ახლა სიტუაცია შეიცვალა. შეკვეთები უფრო საინტერესო, ხშირად, არასტანდარტული გახდა, ყველას უნდა გამორჩეული იყოს და რაღაც ინდივიდუალური გააკეთოს. ეს ძალიან მახარებს და გარდა ამისა, პერიოდულად მცნობენ ქუჩაში, ბანკებსა თუ მაღაზიებში და თუნდაც, არასდროს შეეკვეთოთ ჩემთვის თაფლაკვერები, მაინც მოდიან, მესალმებიან და მეცნობიან. ვამაყობ იმით, რომ დაბადების დღეებზე, ქორწილებსა თუ სხვა სადღესასწაულო დღეებში, წარწერებიანი თაფლაკვერების შესაკვეთად, სწორედ, „ჩიტო გვრიტოს“ ირჩევენ.

M: რატომ დაარქვით ბრენდს „ჩიტო გვრიტო“ და როგორია შეკვეთის პირობები?
„ჩიტო გვრიტო“ ის სიტყვათა შეთანხმებაა, რომელიც ტურისტების უმეტესობამ იცის. ეს სიტყვები მეც მახსენებდა საქართველოს და მაკავშირებდა მასთან. ამიტომაც, გადავწყვიტე ასე რქმეოდა ჯინჯერ თაფლაკვერების სტარტაპს. შეკვეთებს ვიღებ მინიმუმ 7 დღით ადრე. აქ ხალხი შეჩვეული არაა, რომ წვეულების ორგანიზებას წინდაწინ უნდა შეუდგე. ხშირად, ღამის პირველ საათზე ვიღებ წერილს, რომ დილით 9 საათზე სჭირდებათ ჩემი პროდუქტი. ვფიქრობ, ეს დროებითია და სიტუაცია მალე შეიცვლება.

M: როგორია კონკურენტული გარემო ბათუმში, ჯინჯერ თაფლაკვერების მიმართულებით?
პერიოდულად, ჩნდებიან დროებითი კონკურენტები, რომლებიც ცდილობენ, გააკეთონ რაღაც მსგავსი, უფრო დაბალ ფასად. თუმცა, საბოლოო ჯამში, ხალხი მაინც მირეკავს და მწერს, სხვების მომსახურებით უკმაყოფილო, რომ გემო ისეთი არაა, არც ხარისხი, რომ პერსონაჟები საშიშები არიან, რომ ფერი არ დაემთხვა იმას, რაც უნდოდათ. კონკურენცია კარგი გენერატორია ბიზნესისთვის: გინდა უკეთესი გააკეთო, უფრო ლამაზი და ხარისხიანი. 

M: რა გეგმები აქვს ყაზახ მარკეტერს ზღვისპირა ქალაქში?
ვგეგმავ, საკონდიტრო-ყავახანის გახსნას ბათუმში. ქალაქი საკმაოდ დიდია, თუმცა, საკონდიტროების ხელის თითებზე ჩამოთვლა შეიძლება. მინდა გემრიელი ეკლერების, ლამაზი დეკორის ტორტების მომზადება და არა კრემის ვარდებით გაფორმებული ტკბილეულის, როგორც საბჭოთა კავშირის დროს. ჩემთვის, როგორც ტკბილეულის მოყვარულისთვის, ტორტი გემრიელი, ბევრი ტექსტურის, არომატისა და გემოს შემცველი უნდა იყოს და არა ჩვეულებრივი ბისკვიტი, რომელსაც ავსებენ ხილითა და შაქრიანი კრემით. რა თქმა უნდა, „ჩიტო გვრიტოს“ სავიზიტო ბარათად დარჩება თაფლაკვერები, რომლის მომზადების ხელოვნებასაც, პარალელურად, რამდენიმე ადამიანს ვასწავლი.

კომპანია ASBIS, ქართულ ბაზარზე, iPhone XS და iPhone Xs Max-ის მოწოდებას იწყებს

ახლა Gen-Z -ის დროა! რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?!