in

“Chivas Regal 12”-ის შეცვლილი დიზაინი

ელიტარულმა შოტლანდიურმა ვისკიმ “Chivas Regal”-მა თავის ყველაზე პოპულარული სასმელის “Chivas Regal 12”-ის რედიზაინი განახორციელა. განახლებულ დიზაინზე სააგენტო “Coley Porter Bell”-მა იმუშავა.

BOG
BOG

12 წლიანი ვისკის გამოშვება XIX საუკუნის შუაში დაიწყეს. უფრო გვიან გამოჩნდა 18 და 25 წლის დაძველების ვისკი. 2000 წლიდან ბრენდის მფლობელი “Pernod Ricard”-ი ხდება და ერთ-ერთი ბოლო რედიზაინი 6 წლის წინ განახორციელა.

ახალმა დიზაინმა ბოთლის ძველი, მრგვალი ფორმა შეინარჩუნა და “მხრები” ოდნავ მაღლა ასწია, რაც ბრენდის წინსვლის ხაზგასასმელად გაკეთდა. შუშაზე დიზაინერებმა დამფუძნებლების ხელმოწერები დაიტანეს, რომელიც ელიტალური და პრემიუმ სახის პროდუქტისთვის ერთგვარ სიმბოლოდ და განუყოფელ ნაწილად იქცა.

ახალი დიზაინი

1UpDlWQf_l E7KdvDID_l

 

ძველი დიზაინი

qF4AFHe7_l

“Pokerstars”-ის ახალი კამპანია რონალდოს და ნეიმარის მონაწილეობით.

ცვლილებების რეალური დრო – მედეა ტაბატაძე