30
Nov
2014

შოტლანდიური ვისკი “Chivas Regal”-ის და ბრიტანული საათების ბრენდის “Bremont”-ის ერთობლივი ლიმიტირებული პროდუქტი

30 Nov 2014



ორმა ძვირადღირებულმა ბრენდმა “Chivas Regal”-მა და საათების მწარმოებელმა “Bremont”-მა ერთობლივი ლიმიტირებული პროდუქტი გამოუშვეს – 12 წლის დაძველების “Chivas Regal”-ი და კლასიკური  საათი “Bremont Chivalry”.

ახალი ლიმიტირებული სერია Chivas 12 Made for Gentlemen by Bremont წარმოადგენს 12 წლის დაძველების Chivas Regal-ს სასაჩუქრე შეფუთვაში. კრეატორებმა შეფუთვის დიზაინი Bremont-ის საათის მექანიზმის მიხედვით შექმნეს.

Bremont Chivalry-ის კლასიკურ საათებს პოლირებული ფოლადისგან, ხოლო სამაჯურს ალიგატორის ტყავისგან ამზადებენ. ციფერბლატზე Chivas Regal-ის სიმბოლოა გამოსახული და ციფერბლატის უკანა მხარეს ძმები ჩივასების ხელმოწერაა.

საათი მხოლოდ და მხოლოდ საქველმოქმედო აუქციონებზე გაიყიდება. ორივე ბრენდის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ აუქციონებში მიიღონ მონაწილეობა და ლიმიტირებული 12 საათიდან ერთ-ერთის მფლობელები გახდნენ.

02 06 07 08 11 22 IMG_1084

განხილვა