შეგიმჩნევიათ? როდესაც რაღაცაზე დადებით კომენტარს ვაკეთებთ, ხშირად ვამბობთ – „ნამდვილი კლასიკაა”…აგრეთვე, იმავე კონტექსტში ხშირად ვიყენებთ შემდეგ ფრაზას – „რა თანამედროვეა”. ერთი შეხედვით, სიტყვები – „კლასიკური” და „თანამედროვე” ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. მაშ როგორ ხდება, რომ შეიძლება ერთსა და იმავე პროდუქტზე სხვადასხვა ადამიანმა ორივე ეპითეტი გამოიყენოს? პასუხი არც ისე რთულია – კლასიკურობა და თანამედროვეობა ერთმანეთს ხელს არ უშლის, პირიქით, ის მოდერნისტულ სინთეზს ქმნის, რომელიც საზოგადოების ყურადღებას იპყრობს.
გახსოვთ? დაახლოებით ერთი წლის წინ სტატია შემოგთავაზეთ Chivas Regal-ის მთავარი ღირებულების შესახებ – „შერეული უკეთესია, როგორც ცხოვრებაში, ისე ვისკიში”. ძმებ ჩივასების მიერ დამკვიდრებული ეს კონცეფცია მწარმოებელს ორი საუკუნეა არ შეუცვლია. სწორედ ეს აქცევს მას ყველაზე ცნობილ და გაყიდვად ვისკის ბრენდად.
და ის თუ იცით, რომ Chivas Regal არა მხოლოდ თვითონ არის ამ კონცეფციის გამტარებელი, არამედ პარტნიორ კომპანიებსაც იმის მიხედვით უმეგობრდება, თუ ვის აქვს მსგავსი ხედვა, ვის სჯერა, რომ ორი საინტერესო ელემენტის კომბინაციით რაღაც უკეთესის შექმნა შეიძლება. ამ პრინციპით მისი კოლაბორატორები ხშირად ყოფილან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: Christian Lacroix, Balmain და სხვები. ამ დიდ სახელებთან ერთად კი, ტანსაცმლის ქართული ბრენდი – Pallecarte ფიგურირებს.
არ იცნობთ „პალეკარტს”? ეს 2020 წელს დაარსებული ქართული ბრენდია, რომელიც მამაკაცის სამოსის ხაზს ქმნის და აქვს იმის ამბიცია, რომ ამ მიმართულებით ახალ კულტურას ნერგავს. თუ გინახავთ ან ახლა გადახედავთ მის კოლექციას, შენიშნავთ, რომ მისი სამოსი კლასიკური და ყოველდღიური სტილის შერწყმითაა შთაგონებული. ფერები, ქსოვილები, შეხამება – თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ როგორც ოფიციალურ, ისე პირად შეხვედრაზე.
ფიქრობთ, შერეულის აღიარება ერთადერთი მიზეზია, რაც გლობალურ ბრენდსა და Pallecarte-ს აახლოებთ? სინამდვილეში, მათ ისტორიაც მსგავსი აქვთ. ძმებ ჩივასების წარმატებისკენ მიმავალ გზას თუ გადავხედავთ და მერე მას პალეკარტის ისტორიას შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ თავისი პირველი ნაბიჯები ორივემ შედარებით მოკრძალებულად, პატარა სვლებით დაიწყო, შემდგომ კი დიდი ნაბიჯებით განვითარდა.
ცოტა ხნის წინ Courtyard Marriott-ში კრეატიული ფოტოსესია მოეწყო, რომელზეც აღბეჭდილია, რომ Pallecarte-ს სამოსში გამოწყობილი მოდელები Chivas-ს მიირთმევენ და სასიამოვნოდ გაჰყავთ დრო სალონური საუბრებით. აქ თემატურად შეირჩა სივრცეც – ფოტოსესიას ვისკისა და სალონური შეხვედრებისთვის განკუთვნილმა, მარიოტის მაჯესტიკ ლაუნჯმა უმასპინძლა. თავად ფოტოები კი გიორგი ზათიაშვილის შემოქმედებაა, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს იმ აურას, რასაც კლასიკური და თანამედროვე კონცეფციის ნაზავი ჰქვია.
[R]