in

ძმობა და გზა წარმატებისკენ – Chivas Regal-ისა და ძმები არველაძეების კოლაბორაცია

Chivas Regal ყოველთვის ირჩევს ადამიანებს, რომელთა ისტორიაც წარმატებაზე დგას და სხვებისთვისაც შთამაგონებელია. ის მიჰყვება გზებს, რომლებიც შრომით და ღირებულებებზე დაყრდნობით შენდება. სწორედ ამიტომ, ბრენდის კოლაბორაციები წარმატებულ ადამიანებთან მხოლოდ პარტნიორობა არ არის – ეს არის საერთო ფილოსოფიის გაგრძელება, სადაც მიღწეული შედეგი პიროვნების შესახებ თავად გვიამბობს. ამ კონცეფციის ლოგიკური გაგრძელებაა Chivas Regal x Arveladze Brothers, კამპანია, რომელიც სულ ახლახან ჩაეშვა და უკვე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.

ძმობისა და წარმატების ისტორია

ისევე როგორც არველაძეების, Chivas Regal-ის ისტორიაც ძმობით იწყება. ჯეიმს და ჯონ ჩივასებს მე-19 საუკუნეში წარმატების თავისებური ხედვა ჰქონდათ და ეს ხედვა იმდენად ემთხვეოდა, რომ მათ ერთად გაიკვლიეს გზა, იმუშავეს, შექმნეს, გამოუშვეს და ბოლოს წარმატებულ პროდუქტად აქციეს თავიანთი სახელობის შერეული ვისკი, რომელიც ძალიან პოპულარულია და მსოფლიო ვისკის მოყვარულების გულში დიდი ადგილი უკავია. 

ძმების, აჩი და შოთი არველაძეების წარმატებაც ჰგავს ამ ისტორიას. ქართულმა სპორტმა ისინი ერთსა და იმავე დროს გაიცნო, მიიღო და შეიყვარა. შესაბამისად, ეს ბმა – ძმობასა და წარმატებისკენ სწრაფვას შორის, სრულიად ბუნებრივია და კითხვებიც თითქმის არ ჩნდება: რატომ Chivas Regal x Arveladze Brothers?

 
კამპანიის დეტალები

Chivas-მა ჯერ პრეკამპანიით დაიწყო, რომელიც ციფრულ არხებში გამოჩნდა მინიშნებების სახით და მაყურებელი შეამზადა იმისთვის, რომ ბრენდი განსაკუთრებულ კოლაბორაციას ამზადებდა. 

 
წინასაახალწლოდ კი მთავარი ვიდეო წარადგინა, სადაც ძმები არველაძეების წარმატების ისტორიაა მოთხრობილი – გზა, რომელიც დიდ გამარჯვებებამდე მიდის.

 
Chivas Regal, როგორც წარმატების სიმბოლო, არაერთ გამორჩეულ ფიგურასთან თანამშრომლობს, თუმცა არველაძეების შემთხვევა გამორჩეულად ორგანულია. ეს არის კოლაბორაცია, სადაც ბრენდის არსი და ადამიანების ისტორია ერთმანეთში ბუნებრივად იკვეთება. ძმობა, ურთიერთგადადგმული ნაბიჯები და ერთიანობით მიღწეული შედეგი ის ღირებულებებია, რომელზეც როგორც Chivas Regal-ის კონცეფცია, ისე არველაძეების გზა დგას. სწორედ ამიტომ იქცა ეს თანამშრომლობა ორმაგად მნიშვნელოვან მოვლენად.

სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი გაზეთი

ვიდეოკამპანიის გარდა, Chivas-მა იდეა ხილული და ხელშესახები გახადა. Chivas Regal 12YO შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ლიმიტირებული გაზეთი მიიღონ საჩუქრად, რომელზეც არველაძეების ავტოგრაფია მოცემული. ეს გაზეთი პრეკამპანიის ფარგლებში აქტიურად გამოიყენებოდა და მხოლოდ 100 ეგზემპლარი დაიბეჭდა. დღეისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ „ალკორიუმის” სამ ფილიალშია.

ეს არის დეტალი, რომელიც ისტორიას მატერიალურ ფორმას აძლევს და კოლაბორაციას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.

Chivas Regal x Arveladze Brothers კიდევ ერთი საინტერესო კოლაბორაცია და კამპანიაა იმაზე, როგორ ბუნებრივად შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდნენ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოში ჩამოყალიბებული ბრენდები და ადამიანები. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ იქცევა ძმობა ძალად, ხოლო წარმატება მემკვიდრეობად.

[R]

ყველაფერი, რაც Facebook-ის ალგორითმის შესახებ 2026 წელს უნდა იცოდეთ!

როცა დეტექტივი ბოთლად იქცევა — Varg Veum-ის ბრენდინგი