in

მოწყობილობა, რომელიც ხმოვანი ბრძანების მიხედვით თქვენს ფარდებს გადაწევს

SwitchBot Curtain ჭკვიანი რობოტია, რომელიც საქმეს გაგიმარტივებთ

იშვიათია ისეთი კარგი იდეა, რომელზეც ჯერ არავის უფიქრია… SwitchBot ეს არის მარტივი, კეთილგონიერი და რაც მთავარია, ადვილად გამოყენებადი მოწყობილობა, რომელიც რამდენიმე ტიპის ადამიანისთვის შესანიშნავ პროდუქტს წარმოადგენს! მაგალითად, ზარმაცი ან ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ხალხისთვის, ან მოხუცებისთვის და მათთვის, ვისთვისაც სახლის უსაფრთხოება პრიორიტეტს წარმოადგენს.

უფრო კონკრეტულად, SwitchBot Curtain არის ჭკვიანი რობოტი, რომელიც თქვენი ფარდის ჯოხზე თავსდება და ხმოვანი ბრძანების ან წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით სწევს ფარდებს. მოწყობილობა აპლიკაციასთან სინთეზში მუშაობს და ასევე მხარს უჭერს ხმოვან ბრძანებებს, რომელთაც სმარტფონის ან ჭკვიანი დინამიკის მეშვეობით მიიღებს. ასე რომ, ახლა თავისუფლად შეძლებთ თქვათ “დაე, იქმნას ნათელი” და ეს ბრძანება აუცილებლად შეგისრულდებათ…

საგულისხმოა, რომ გარდა უბრალო სიზარმაცისა, მოწყობილობას ძალიან საინტერესო ფუნქციური დატვირთვა აქვს – მაგალითად, როდესაც მთელი დღის განმავლობაში სახლიდან გასული ხართ, ვერ აკონტროლებთ ოთახში სინათლისა და სითბოს შემოსვლას. ამიტომ, ახალი მოწყობილობის საშუალებით, მარტივად განსაზღვრავთ ფარდის გადაწევა-გადმოწევის განრიგს. რომ აღარაფერი ვთქვათ მოხუცებზე და გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

SwitchBot მუშაობს პატარა, მაგრამ მძლავრი აკუმულატორით, რომელსაც ოპტიმალური გამოყენების შემთხვევაში, 8 თვის განმავლობაში შეუძლია მუშაობა. პერიოდულად მისი დამუხტვა კაბელის მეშვეობით შეგიძლიათ, ან კიდევ უკეთესი – მასზე სპეციალური მზის პანელის მიმაგრებაა შესაძლებელი, რაც მოწყობილობას ამოუწურავი ენერგიით უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დებიუტისთვის, SwitchBot Curtain-მა მოიგო Good Design Award. ასევე,  2020 წელს გახდა IDEA 2020-ის ფინალისტი და მოიპოვა თითქმის $ 1.5 მილიონი დოლარი მისი მარტივი, დახვეწილი და საყოველთაოდ მიმზიდველი იდეისთვის.

როგორ ვაქციოთ სახლი ოფისად? – ფუნქციონალური კონსტრუქციები პროდუქტიულობის გასაზრდელად

ახალი ხელოვნური კანი ვიზუალურად ისევე ზიანდება, როგორც ბუნებრივი