18
Oct
2019

საქართველოს ბანკის “ჭკვიანი პოსტერმინალი” ორგვარი ფუნქციით

18 Oct 2019

საქართველოს ბანკი ბიზნესის წარმომადგნელებს სავაჭრო და მომსახურების სფეროში „ჭკვიანი ტერმინალით“ სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული პროდუქტი მოიცავს როგორც საბანკო ბარათით გადახდის სისტემას, ისე – სალარო აპარატის ფუნქციებსაც. მის შესახებ უფრო დაწვრილებით საქართველოს ბანკის პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, დავით ბეჟიაშვილს გავესაუბრეთ:

M: როგორია „ჭკვიანი პოსტერმინალის“ კონცეფცია და რა ექნება განსხვავებული ამ მოწყობილობას?

„ჭკვიანი პოსტერმინალი“ გამოირჩევა ორმაგი ფუნქციით, მასში გაერთიანებულია როგორც საბანკო ბარათით გადახდების სისტემა, ასევე სალარო აპარატის ფუნქციები. ის სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტი, ვინც სარგებლობს „ჭკვიან ტერმინალით“, ერთი მოწყობილობით ახორციელებს როგორც საბანკო ბარათებით გადახდის, ასევე სალარო აპარატის ტრანზაქციას.

M: რა სარგებელს მოუტანს ჭკვიანი ტერმინალი მომხმარებლებს და რატომ არის ის „ჭკვიანი“?

თუკი აქამდე სალარო აპარატის შესაძენად მომხმარებელი იხდიდა 250 დან-400 ლარამდე, ახლა უკვე ბანკი გადასცემს მას ჭკვიან პოსტერმინალს, რომელიც ასრულებს ორ ფუნქციას და სწორედ ამიტომ ზოგავს როგორც მომხმარებლის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლის დროსა და ენერგიას.

M: რატომ გახდა ჭკვიანი ტერმინალის არსებობა საჭირო/საიდან წამოვიდა იდეა?

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მომხარებლის ინტერესებიდან გამოვიდეთ და შევქმნათ მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები. ასევე, გვსურდა, გაგვემარტივებინა ბიზნესპროცესები ჩვენი პარტნიორებისთვის. მიგვეცა მათთვის შესაძლებლობა, ესარგებლათ ერთი „ჭკვიანი პოსტერმინალით“, რის შედეგადაც აღარ მოუწევდათ ცალკე პოსტერმინალის და ცალკე სალარო აპარატის შეძენა.

M: როგორ ხედავთ ჭკვიანი ტერმინალის მომავალს?

მომხმარებლის უკუკავშირიდან გამომდინარე, ვეცდებით, „ჭკვიანი პოსტერმინალი“ კიდევ უფრო მოქნილი და დახვეწილი გავხადოთ, რათა ის სრულად პასუხობდეს მომხმარებლის მუდმივადცვალებად საჭიროებებსა და სურვილებს.

განხილვა