გამომცემლობა “Penguin”-მა და სარეკლამო სააგენტო Mood/TBWA-მ ერთად მოიფიქრეს, თუ როგორ შეახსენონ ადამიანს წიგნის წაკითხვა.
თანამედროვე ადამიანს ბევრ რამეზე გადააქვს ყურადღება და ყოველთვის განიცდის დროის დეფიციტს. ამ პრობლემის გადასაჭრელად სააგენტომ გამომცემლობას “ჭკვიანი წიგნის სანიშნი” შესთავაზა. სანიშნი აფიქსირებს, რომელ სოციალურ ქსელში ატარებთ ყველაზე მეტ დროს და გიგზავნით შეტყობინებას, რომ კითხვის დრო მოვიდა.