in

შოკოლატერია „არტიზანში“ საახალწლო მზადება დაიწყო

შოკოლადის მოყვარულებს აბაშიძის #10-ში მდებარე კაფე „არტიზანი“ ყველა წესის დაცვით დამზადებულ ნატურალურ შოკოლადს სთავაზობს. შოკოლატარეაში საახალწლო სამზადისი უკვე მიმდინარეობს.

კაფე „არტიზანში“ მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც ზოგადი, ისე ინდივიდუალური შეკვეთებით სარგებლობაც. როგორც კაფეს წარმომადგენლები ამბობენ, მათი ინსპირაცია გამორჩეული ინდივიდია, რომელიც ახალ წელს ბევრად უფრო განსაკუთრებულ ტკბილეულს ელოდება, ვიდრე სუპერმარკეტში ნაყიდი ბონბონიერია.

 

„ხელნაკეთი ნივთის მთელი ხიბლი სწორედ ისაა, რომ ემოციებით, სიხარულითა თუ საიდუმლოებით სავსე ოსტატები ყოველი ახალი ნივთის დამზადებისას ქარხნულ მათემატიკურ სიზუსტეს არღვევენ. ჩვენი ბონბონიერები ადამიანის ფიქრის, გონების, ხელების მუშაობის შედეგია და არა ქარხნის ჩარხის. ისინი ე.წ. „მომხმარებლებისთვის“ კი არ კეთდება, არამედ კონკრეტული სახელის, გვარისა და მისამართის მქონე ადამიანებისთვის.“

როგორც არტიზანში ამბობენ, არსებობს რჩევები და არსებობს ოქროს რჩევები. ოქროს რჩევა კი ასეთია:

„თუ გინდათ, ამ ახალ წელს თქვენსა და ადამიანებს შორის ნამდვილი ქიმია გამოიწვიოთ, აჩუქეთ „არტიზანის“ ხელნაკეთი შოკოლადი!“

[R]

“8 წუთმა” ინდოეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა

არაცნობიერიდან ინსტაგრამამდე – ლუკა ხაბელაშვილის ფოტოსიურრეალიზმი