Toblerone-ის სამკუთხედი შოკოლადების ჭამა ესთეტიკურად მარტივი რომ არ არის, ეს ბრენდმაც მშვენივრად იცის, ამიტომ სრულ თავისუფლებას გაძლევთ და მოგიწოდებთ, ჭამოთ ისე, თითქოს არავინ გიყურებთ. ასე რეალობას კი არ გაურბიან, არამედ შოკოლადით ტკბობისკენ მოგიწოდებთ, თავისუფლად და თავდაჯერებულად, რაც უნდა უცნაურად გამოიყურებოდეს იგი ირგვლივ მყოფთათვის.
რეკლამაშიც სწორედ იმ ადამიანებს ნახავთ, რომლებიც Toblerone-ის დავალებას ასრულებენ და ბოლოს ხმასაც დააკვირდით:
Le Pub-ის მიერ შექმნილი რეკლამა Toblerone-ს ახალი გლობალური კამპანიის Chocolate Like Nobody’s Watching-ის ნაწილია, რომელსაც თან პოსტერებიც ახლავს: